საქართველოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის საშუალო ფასი 546 ლარია - PMCG

სასტუმრო

2026 წლის სექტემბერში საქართველოში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის საშუალო ფასი 546 ლარი იყო. PMCG-ის კვლევის მიხედვით,  ღირებულება გურიაში დაფიქსირდა, სადაც ნომერი 795 ლარი ღირდა.

ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის საშუალო ფასით მეორე ადგილზე კახეთია — 775 ლარით, მესამეზე კი შიდა ქართლი, სადაც საშუალო ღირებულებამ 736 ლარი შეადგინა.

კვლევა საქართველოში 568 სამ, ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და 371 საოჯახო ტიპის სასტუმროს მონაცემებს ეფუძნება. ფასები Booking.com-ზე განთავსებული სტანდარტული ორადგილიანი ნომრების მიხედვით არის გამოთვლილი.

2026 წლის სექტემბერში საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა, თუმცა აგვისტოსთან შედარებით 7.2%-ით შემცირდა. ამის შესახებ PMCG-ის სასტუმროს ფასების ინდექსის კვლევაშია აღნიშნული.