სურსათის კატეგორიაში ყველაზე მეტად პურის მოხმარება გაიზარდა

პური

2021 წელს ოჯახის ერთი წევრის მიერ თვის განმავლობაში მოხმარებულ პროდუქტებში ყველაზე მეტად გაზრდილია ხორბლის პურის მოხმარება, თუმცა ამავე დროს შემცირებულია მოხმარებული ხორბლის ფქვილის რაოდენობა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან „კომერსანტისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თუ 2020 წელს ერთი ადამიანი თვეში 6.5 კგ ხორბლის პურს მოიხმარდა, 2021 წელს ეს რაოდენობა 6.9 კგ.-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ხორბლის ფქვილს, თუ 2020 წელს ოჯახის ერთი წევრი 2.9 კგ-ს მოიხმარდა, ერთი წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 2.7 კგ-მდე შემცირდა.

შინამეურნეობებში სურსათის სხვადასხვა პროდუქტების, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების საშუალო თვიური მოხმარება ერთ სულზე (კილოგრამი, ლიტრი) 2021 წლის მონაცემები:

✅ უალკოჰოლო სასმელები - 0.6
✅ ღვინო -0.6
✅ ახალი, ახლადგაყინული ან გაყინული ფრინველის ხორცი და შიგნეული - 0.7
✅ საკვები მცენარეული ზეთები - 1.0
✅ მინერალური და წყაროს წყალი - 0.2
✅ ბრინჯი - 0.2
✅ წიწიბურა - 0.3
✅ მანანის ბურღული, ჰერკულესი - 0.1
✅ ხორბლის პური - 6.9
✅ მაკარონი - 0.6
✅ ვერმიშელი - 0.1
✅ ნამცხვრები, ფუნთუშა, ორცხობილა და სხვა - 0.2
✅ ხაჭაპური, პიცა - 0.0
✅ ხორბლის ფქვილი - 2.7
✅ სიმინდის ფქვილი, ღერღილი - 0.5
✅ ძროხის, კამეჩის და ხბოს ხორცი (ახალი) - 0.4
✅ ძროხის და კამეჩის ხორცის ფარში - 0.0
✅ ღორისა და გოჭის ხორცი (ახალი) - 0.2
✅ სოსისი სარდელი და სხვა - 0.2
✅ დაკონსერვებული და პასტერიზებული რძე - 0.1
✅ მაწონი ძროხის - 0.7
✅ ყველი ძროხის გლეხური მოუხდელი — 1.0
✅ სულგუნი - 0.1
✅ ხაჭო - 0.0
✅ ნაღების კარაქი - 0.1
✅ მარგარინი - 0.0
✅ მაიონეზი - 0.0
✅ კიტრი 1.0 1.0
✅ პომიდორი - 1.3
✅ წიწაკა - 0.1
✅ სტაფილო - 0.2
✅ ხახვი - 0.7
✅ ნიორი - 0.0
✅ მინერალური წყალი - 0.2
✅ არაყი - 0.0

ოჯახების (შინამეურნეობების) საშუალო ყოველთვიური დანახარჯები 2021 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 162,2 მლნ. ლარით გაიზარდა და მან 1289.5 მლნ. ლარი შეადგინა. საშუალო თვიური ხარჯი კი ერთ ოჯახზე 1158.3 ლარი იყო, რაც 2020 წელთან შედარებით 119.8 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

2021 წლის მონაცემებით საშუალო თვიური ხარჯი ერთ სულზე 345.9 იყო, წინა წელთან შედარებით 42.6 ლარით მეტი.