1765693967
თბილისის უბნები, სადაც ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა - „გალთ ენდ თაგარტი“
2025 წლის 10 თვეში თბილისში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა. ამის შესახებ "გალთ ენდ თაგარტის" კვლევაშია აღნიშნული.
"გალთ ენდ თაგარტის" მიხედვით, მოცემულ საანგარიშო პერიოდში, დიდ დიღომში ტრანზაქციების რაოდენობამ 7 333 შეადგინა.
როგორც ამავე კვლევაშია ნათქვამი, ყველაზე ნაკლები რაოდენობის ბინა გაიყიდა ვაშლიჯვარში. 10 თვეში ვაშლიჯვარში მხოლოდ 420 ტრანზაქცია განხორციელდა.
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისში გაყიდული საცხოვრებელი უძრავი ქონების რაოდენობა უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:
- დიდი დიღომი - 7333 ბინა;
- საბურთალო - 5911 ბინა;
- სამგორი - 4850 ბინა;
- გლდანი - 3369 ბინა;
- ნაძალადევი - 2580 ბინა;
- ისანი - 2477 ბინა;
- დიდუბე - 2391 ბინა;
- კრწანისი - 2294 ბინა;
- ვაკე - 1067 ბინა;
- ჩუღურეთი - 966 ბინა;
- მთაწმინდა - 546 ბინა;
- ვაშლიჯვარი - 420 ბინა.
„გალთ ენდ თაგარტის“ მიხედვით, 2025 წლის 10 თვეში თბილისში სულ 34 204 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+13.0% წ/წ).



