1765012495
თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა - როგორია ფასები უბნების მიხედვით
2025 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა. „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, წელს საანგარიშო პერიოდში დედაქალაქში 4 232 ბინა გაყიდა, გასული წლის ოქტომბერში კი ტრანზაქციების რაოდენობა 3 783-ს შეადგენდა.
გაყიდვების პარალელურად გაზრდილია ფასებიც. კერძოდ, წელს ოქტომბერში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 352 დოლარი იყო, გასული წლის ოქტომბერში კი 1 307 დოლარი. მონაცემები აჩვენებს, რომ ბინები 3.4%-ით გაძვირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ უბნების მიხედვით, წელს საცხოვრებელი ბინების ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო, ხოლო ყველაზე დაბალი - ვაშლიჯვარში.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ოქტომბერში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასები თბილისში უბნების მიხედვით ასეთი იყო:
- მთაწმინდა - 3 029 დოლარი;
- ვაკე - 2 571 დოლარი;
- ჩუღურეთი - 1 931 დოლარი;
- საბურთალო - 1 584 დოლარი;
- კრწანისი - 1 546 დოლარი;
- დიდუბე - 1 346 დოლარი;
- ისანი - 1 295 დოლარი;
- ნაძალადევი - 1 149 დოლარი;
- სამგორი - 1 071 დოლარი;
- დიდი დიღომი - 1 057 დოლარი;
- გლდანი - 1 028 დოლარი;
- ვაშლიჯვარი - 1 021 დოლარი.



