1737544834
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.
შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1737438120
1737355653
1737532932
ტრამპმა იმპორტირებულ ჩინურ საქონელზე 10%-იანი ტარიფი შესაძლოა, 1-ელი თებერვლიდან დააწესოსაშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირისა და ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას განიხილავს.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე 10%-იანი ტარიფების დაწესებას 1-ელი თებერვლიდან გეგმავს.„რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ამის შესახებ საუბარი მქონდა. ვუთხარი, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაგავი არ გვინდა. ეს უნდა შევაჩეროთ. საუბარია ჩინეთის წინააღმდეგ 10%-იანი ტარიფების დაწესებაზე იმის საფუძველზე, რომ ისინი ფენტანილს მექსიკასა და კანადაში აგზავნიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი აშშ-ს ძალიან ცუდად ექცევა.„ჩინეთი უფლებებს ბოროტად იყენებს, მაგრამ ევროკავშირი ძალიან ცუდად გვექცევა. ამიტომ, შეიძლება ტარიფები დაუწესდეთ. ეს სამართლიანობის მისაღწევად ერთადერთი გზაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა
1737523800
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალითბილისში, დღეს - 22 იანვარს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც შეზღუდვა გავრცელდება:კრწანისის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: I ხეივნის, II ხეივნის, ახალი ხეივნის, დიდი ხეივნის, ხეივნის, საბატონოს, სირაძის, ბერძნის, ნადიკვარის, მეფისაშვილის, ოქროყანის, ორთაჭალის, ბადაგის, თორთლაძის, ნოდარ ტაბიძის, ბეჟან კალანდაძის, გრიშაშვილის, მეფე სოლომონ II, უსახელოურის, გორგასალის, წინანაურის, წითლანაძის, გულიას, მარტვილის, მელქაძის, ცოლიკაურის, შატაიძის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: I ხეივნის, II ხეივნის, ახალი ხეივნის, დიდი ხეივნის, ხეივნის, საბატონოს, სირაძის, ბერძნის, ნადიკვარის, მეფისაშვილის, ოქროყანის, ორთაჭალის, ბადაგის, თორთლაძის, ნოდარ ტაბიძის, ბეჟან კალანდაძის, გრიშაშვილის, მეფე სოლომონ II, უსახელოურის, გორგასალის, წინანაურის, წითლანაძის, გულიას, მარტვილის, მელქაძის, ცოლიკაურის, შატაიძის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, ხრესილის, დაისის და არტანუჯის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ფატმანის, ოთხი ათასი მესხის, მეფე მირიანის, ავთანდილის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, აჰმედ ჯავადის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, მიხეილ აბრამიშვილის, ჩოლოყაშვილის, მეგობრობის და გრიგოლ აფშინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1737523440
22 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებული ცივი და შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი. საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, ზოგან -2°-მდე, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით +7, +12°; მაღალ მთაში ღამით -15, -10°, დღისით +3, +8°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -5, 0°, ზოგან -8°-მდე, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -14, -9°, დღისით +1, +6°, მაღალ მთაში ღამით -15, -10°, ზოგან -18°-მდე, დღისით 0, +5°. ზოგან -5°-მდეთბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით 0°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით+5 °.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +6°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +6°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით+5°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+4°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+6°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -4°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +10°.ოზურგეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +4°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +2°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით -5°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით -8°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით-7°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -6°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დილით შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -1°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დილით შესაძლებელია ნისლი.. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით-2°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დილით შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით-3°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დილით შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით-2°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დილით შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით-8°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°, ღამით -10°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -8°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით-8°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -5°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -9°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -1°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით 0°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით-1°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით 0°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +4°, ღამით -2°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით +1°.
1737444917
რუსეთში დოლარის შედინება 1990-იანი წლების დონემდე დაეცარუსეთის ეკონომიკა მსოფლიოს წამყვანი ვალუტების მზარდ დეფიციტს განიცდის. მიზეზი დასავლეთის ფინანსური სანქციების გამკაცრებაა, რაც, ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, უკვე ეროვნული საბანკო სისტემის 95%-ს შეეხო. ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.კერძოდ, Alfa Bank-ის ანალიტიკოსები ცენტრალური ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით წერენ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის რუსეთმა დოლარსა და ევროში მხოლოდ 70 მლრდ დოლარის სავალუტო შემოსავალი მიიღო.ცენტრალური ბანკის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში რუსმა ექსპორტიორებმა საზღვარგარეთ 386 მლრდ დოლარის საქონელი გაიტანეს, ხოლო წლის ბოლოსთვის მარეგულირებელი საექსპორტო შემოსავლის სახით, დაახლოებით, 420 მლრდ დოლარს პროგნოზირებდა. თუმცა ამ მიწოდებიდან მხოლოდ 18% არის გადახდილი მსოფლიო ვაჭრობის ძირითად ვალუტაში, ანუ დოლარსა და ევროში, რომლებიც, SWIFT-ის მიხედვით, პლანეტაზე სავაჭრო ბრუნვის 70%-ს შეადგენს.ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ნოემბრის მდგომარეობით ექსპორტის 43% რუბლით, ხოლო 38,6% „სხვა ვალუტაში“ იქნა გადახდილი, რომელთა შორისაც რუსეთისთვის მთავარი ჩინური იუანია.მსოფლიო ძირითადი ვალუტების რუსეთში შედინება 1990-იანი წლების დონის ეკონომიკის საექსპორტო შემოსავალს შეესაბამება. კერძოდ, ცენტრალური ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 1994 წელს ქვეყანაში შესული წამყვანი უცხოური ვალუტის ოდენობა 66,1 მლრდ დოლარს, 1998 წელს 73,7 მლრდ დოლარს, ხოლო 1999 წელს 69,6 მლრდ დოლარს შეადგენდა.შედარებისთვის: უკრაინის ომის დაწყებამდე რუსული კომპანიების სავალუტო შემოსავლის 80%-ზე მეტი დოლარსა და ევროზე მოდიოდა, ხოლო 2021 წლის მდგომარეობით, მათი შედინება წელიწადში, დაახლოებით, 400 მლრდ დოლარს შეადგენდა.რეალურად ექსპორტიორებმა გასულ წელს კიდევ უფრო ნაკლები, დაახლოებით, 50 მლრდ დოლარის ოდენობის ევრო და დოლარი მიიღეს, რადგან შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკული სანქციების გამკაცრების გამო უცხოეთში „დაეკიდა.“ მაგალითად, ბოლო ძირითადი სახელმწიფო ბანკი, „გაზპრომბანკი,“ რომელსაც დოლარში ანგარიშსწორებასა და SWIFT სისტემაზე წვდომა ჰქონდა შენარჩუნებული, ნოემბერში ამერიკული შეზღუდვების ახალი რაუნდის ქვეშ მოექცა. მასთან ერთად „შავ სიაში“ კიდევ 50-მდე ბანკი მოხვდა, რომლებიც საგარეო ვაჭრობას ემსახურებოდნენ.MoneyRoo-ს მონაცემებით, რუსულმა კომპანიებმა ყოველი მესამე დოლარი დაკარგეს, რომელიც ქვეყნიდან ექსპორტირებულ საქონელში უნდა მიეღოთ. მთლიანობაში, დაკარგულმა ოდენობამ, Alfa Bank-ის შეფასებით, დაახლოებით, 20 მლრდ დოლარი შეადგინა.bpn.ge
1737444759
ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი თემო წიქვაძე შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც ადვოკატი აღნიშნავს, „ზემოაღნიშნული შვეიცარული ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში“.„როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ, გუშინ გავრცელდა განცხადება ე.წ Credit Suisse-ის დავასთან და სხვა შვეიცარული ბანკის, Julius Baer-ის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.განცხადებაში მოყვანილი გარემოებებიდან დგინდება, რომ ჩემს მარწმუნებელს დამატებითი ბარიერები ექმნება მისი და მისი იჯახის წევრების კუთვნილი აქტივების განკარგვასთან, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით შვეიცარული ბანკის Julius Baer (რომელშიც გადატანილ იქნა Credit Suisse-ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი) არამართლზომიერი ქმედებების გამო.კერძოდ, Julius Baer-ი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების (მათზე თანხების ბრუნვის) შესახებ, ჩემს მარწმუნებელსა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას, დაემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით. ასევე, ბანკი არ ასრულებს მის სახელშეკრულებო ვალდებულებას ,,ჰეჯ ფონდების“ მიერ ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ბოლოს კი, ე.წ. ამერიკული სანქციების არასწორად განმარტების გზით, ფაქტობრივად აღნიშნულ სანქციებს დაუქვემდებარა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები.ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული შვეიცარული ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში. კერძოდ, 2023 წლის 03 ივლისს და 2023 წლის 21 ივლისს შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციის ფედერალურ სამსახურში გაიგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც Julius Baer-ში გააჩნდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში.სამწუხაროდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე, საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამგვარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმიდან მოყვანილი კონკრეტული ფაქტი და განცხადებაში მითითებული გარემოებების ერთობლიობა, ჩემს მარწმუნებელს უქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ კიდევ ერთი შვეიცარული ბანკი Julius Baer-ი გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად/ბერკეტად. აღნიშნული კი, ვლინდება როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე (რომელშიც დაზარალებულს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) საგამოძიებო ორგანოსათვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში“, - ნათქვამია განცხადებაში.bpn.ge