„ცრუ კამპანია ფეისბუქ საფრთხის შესახებ - არაფერი არ მოხდება“

ფეისბუქი

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სოციალური ქსელის ცვლილების შესახებ, თითქოს მას მომხმარებლების პირადი ინფორმაციის (ფოტოების, მიმოწერის, პოსტების) გამოყენება შეეძლება.

აღნიშნულ ინფორმაციას არასანდოს და ცრუს უწოდებს კიბერ სტრატეგიის კონსულტანტი – მკვლევარი ანდრო გოცირიძე, რომელიც მასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მას უცვლელად გთავაზობთ:

„ცრუ კამპანია ფბ საფრთხის შესახებ‼️ 

მეგობრებო, ახლა შესაძლოა ამის დრო არ არის, მაგრამ ბევრი თქვენგანი აზიარებს პოსტს, თითქოსდა ფეისბუკი ხვალიდან თქვენს სურათებს გამოიყენებს etc; ეს ინფორმაცია არ არის სიმართლე, არაფერი არ მოხდება.

არ ვიცი რას ემსახურება ეს კამპანია, მაგრამ ახალი არ გახლავთ, წლებია გამოჩნდება ხოლმე. საფრთხეს არ შეიცავს, დაკოპირებას გთხოვთ, შესაძლოა, რამე ალგორითმს ტესტავდეს ინიციატორი ან კავშირებს იკვლევდეს ვინმე. მოკლედ, დაჟინებული მზერის არ იყოს, მარტო კოპირებით საფრთხე არ დადგება, დანარჩენი სტანდარტულად: ბმულზე არ გადავდივართ, უცხო ფაილს ან ვიდეოს არ ვხსნით.

რაც შეეხება ფბ-ს და სურათებს, ის მათ ისედაც გამოიყენებს, ამიტომ პიკანტურ ფოტოს, რომელიც არ გინდათ სხვმ ნახოს, რომელიც დაემუქრება თქვენს სამსახურებრივ ან პირად რეპუტაციას, რომელიც გასცემს ინფორმაციას ადგილსამყოფელის შესახებ ნუ გამოაქვეყნებთ.

განსაკუთრებით მოერიდეთ მაღალი გარჩევადობის ფოტოს გამოქვეყნებას -ის შესაძლოა გამოყენებულ იქნას მიყურადებისთვის ხელოვნური ინტელექტის ან ჭკვიანი კამერის მეშვეობით, ასევე დიპფეიკის ტექნოლოგიით თქვენი კომპრომეტაციისთვის. (სხვის ტანს თქვენი თავი მიებმება, თქვენ მოძრაობებს "ვასწავლი" და მერე გვიწევს მტკიცება, ჟირაფი რომ არ ვართ.

ხო, რუსულ კანონს რომ მივაბა, ამას ვასწავლიდით ხოლმე დასავლური გრანტებით ფონდების მეშვეობით ჩვენ ბავშვებს, მასწავლებლებს, მეწარმეებს, ჟურნალისტებს, რეგიონის ორგანიზაციებს, ხოდა უცხო ქვეყნის ინტერესია ეს?“ - წერს ანდრო გოცირიძე.