1756810587
„ვერ შეამოწმებთ, მიყიდია ოქრო გადასამუშავებლად და მეც მოვტყუებულვარ“ – როგორ მოწმდება ოქროს ხარისხი

„ვერ შეამოწმებთ ოქროს, მიყიდია ოქრო გადასამუშავებლად და მეც მოვტყუებულვარ“, - ამის შესახებ „პალიტრავიდეოსთან“ ექსპერტმა და ერთ-ერთმა ოქრომჭედელმა განაცხადა.
როგორც ოქროს ექსპერტმა აღნიშნა, მოქალაქეებმა ოქროს შესამოწმებლად შესაბამის სპეციალისტს უნდა მიმართონ, რომელიც გასცემს შესაბამის „ჩეკს“ ოქროს ხარისხის შესახებ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში „ჩეკი“ არასწორად იქნება გაცემული და ოქროს მითითებული ხარისხი რეალურთან თანხვედრაში არ იქნება, შესაბამისი პირი აგებს პასუხს.
„ვერ შეამოწმებთ ოქროს, მიყიდია ოქრო გადასამუშავებლად და მეც მოვტყუებულვარ, ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. შემოწმებისას მოითხოვეთ ჩეკი, ამოგიბეჭდავენ დასკვნას და უზუსტობის შემთხვევაში პასუხს აგებს [შესაბამისი პირი].
ოქროს წყალში არ მოწმდება ოქროულობა, სპეციალური აზოტმჟავა არსებობს სინჯებისთვის, რითაც ამოწმებენ ხარისხს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოქრომჭედელმა.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ეჭვი, რომ მათ ხელში არსებული ოქრო ყალბია, შეუძლიათ მიმართონ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს.
როგორ ამოწმებენ ოქროს ხარისხს
ოქროს „სისუფთავე“ გამოხატულია კარატებში, მაგალითად 24K არის 99.9%-ით სუფთა ოქრო, ან გამოხატულია 999 სინჯით, რაც ნიშნავს, რომ ოქრო 99.9%-ით სუფთაა.
ყალბია თუ არა ოქროს, ამის დასადგენად ექსპერტები რამდენიმე მეთოდს მიმართავენ, ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა იმ ნიშნებისა და შტამპების იდენტიფიცირება, რომელიც დატანილია ნაკეთობაზე. თუმცა, რიგ შემთხვევაში ხდება აღნიშნული ნიშნის გაყალბება და ოქრო დამატებით შემოწმებას საჭიროებს.
მაგალითად, ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც დგინდება ოქროს ხარისხი, დაკავშირებულია აზოტის მჟავით შემოწმებასთან, რომელიც ოქროს სინჯის დასადგენად გამოყენება. ამ მეთოდის დროს ნაკეთობაზე მცირე ნაკაწრის დატანა, შემდეგ კი შესაბამის მჟავაზე რეაგირებით ხარისხის განსაზღვრა ხდება. ეს მეთოდი ხშირად გამოყენება ოქროს მიმღებ ობიექტებში.
კიდევ ერთი მეთოდია მაგნიტური ტესტირება. როგორც წესი, სუფთა ოქრო მაგნიტზე არ რეაგირებს. იმ შემთხვევაში თუ მაგნიტი იზიდავს ოქროს, შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს ძვირფას ლითონში შენარევებით. მიუხედავად ამისა, მაგნიტური ტესტი დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს ოქროს სისუფთავეს.
გარდა ამისა, ოქროს შემოწმება ხდება ელექტრონული მოწყობილობებითაც, რომელიც ოქროს სისუფთავის შემოწმების სწრაფი, თუმცა სრულად ზუსტი მეთოდი არ არის. ამასთან ერთად შესაძლოა ოქროს შემოწმებისთვის გამოყენებულ იქნეს რენტგენული შემოწმება XRF სკანერზე, კერამიკული ტესტი (კერამიკის ზედაპირზე ნაკეთობის გასმა და დატოვებული კვალის ხარისხის ანალიზი) და სხვები.
Caratlane-ის ინფორმაციით, ოქროს სისუფთავის შემოწმება შესაძლებელია როგორც მარტივი ტესტირებით, ასევე ლაბორატორიული მეთოდებით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ 100%-იანი სიზუსტით შემოწმება, უმჯობესია მიმართოთ სპეციალიზებულ ოქროს შემოწმების ცენტრს ან ლაბორატორიას.
1756625923

1756963800
4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის დასავლეთიდან შემომავალი გრილი და ნოტიო ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +21, +26°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +20°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +19°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +19°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+18°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხ./დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +21°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სამხ./დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+20°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +21°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +14°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით+21 °.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +18°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით+17 °.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+17°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +15°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით+9 °.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით+16°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით+15°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით+14°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით+15°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით+11°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+9.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +14°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +13°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით+14°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+9°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +20 °.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+ 21°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +21°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +21°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+20°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+21°.
1756881492
3 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის დასავლეთიდან შემომავალი გრილი და ნოტიო ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +19, +24°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +16, +21°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +18, +23°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +18, +23°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით +19°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +20°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით +20°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+19°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +20°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+19°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +22°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+15°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +19°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +18°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+17°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+16°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +15°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +13°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +18°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით+17°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით+16°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+17.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+12°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +9°თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +15°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით+15°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით+16°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+10°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +20°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+21°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +20°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+20°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით+19°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+22°.
1756809863
15 ინდური კომპანია საქართველოში ქორწილების ორგანიზებითაა დაინტერესებულისაქართველოში ვიზიტით 15 მსხვილი ინდური კომპანია იმყოფება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულნი.ადმინისტრაციის ცნობითვე, ინდური კომპანიების წარმომადგენლები თბილისში, მუხრანსა და კახეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა და სასტუმროებს გაეცნენ, სადაც ქორწილების ჩატარებაა შესაძლებელი.„საქორწილო მიმართულება ერთ-ერთი ახალი, საინტერესო მიმართულებაა, რისთვისაც საქართველოს განიხილავენ როგორც ახალ დანიშნულების ადგილს. ეს არის ტურისტული პროდუქტი, როდესაც მოკლე ვადებში დიდი ოდენობით ჯგუფები ორგანიზებულად ჩამოდიან და გამოირჩევიან მაღალმხარჯველობით. ევროპაში ეს გამოცდილი პროდუქტია - არაერთმა ქვეყანამ პოზიციონირება გააკეთა, როგორც საქორწილო მიმართულებამ. ვფიქრობ, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ქვეყნის სტუმარმასპინძლობის სფეროს უნარი აქვს, რომ ეს ნიშა დაიმკვიდროს. სწორედ ამიტომ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ამ ახალ პროექტზე და ამ მიზნით საქართველოს ეწვივნენ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები - ქორწილების დამგეგმავები ინდოეთიდან,“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.„ყველაზე კარგი რაც საქართველოში ვნახე, ეს კულტურისა და კერძების მსგავსებაა ინდურ კულტურასთან“„როგორც იცით, ინდოელები ძალიან ბევრს მოგზაურობენ, იქნება ეს ქორწილები, კორპორატიული ღონისძიებები თუ ინდივიდუალური მოგზაურობები, ისინი ყოველთვის ეძებენ სიახლეს. ყველაზე კარგი რაც საქართველოში ვნახე, ეს კულტურისა და კერძების მსგავსებაა ინდურ კულტურასთან, რაც დიდი პლიუსია. ინდოეთის ქალაქებიდან პირდაპირი ფრენები საქართველოში ძალიან დიდი უპირატესობაა. ინდოელ მოგზაურებს არ უწევთ ლოდინი გადასხდომისას. საქართველო ერთ-ერთი ძალიან ხელმისაწვდომი ევროპული მიმართულებაა. ჩვენ მრავალ სასტუმროსა და ლოკაციას ვესტუმრეთ. ადამიანები ძალიან მეგობრულები არიან, რაც აუცილებელია ჩვენი ჯგუფებისთვის, ეს დაგვეხმარება მარტივად ჩამოვიყვანოთ ჩვენი კლიენტები საქართველოში“, - აცხადებს ინდური ღონისძიებების კომპანიის წარმომადგენელი იშა.ინფორმაციისთვის, 2025 წლის იანვარ–ივნისის მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში 75 893 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 31.4%-იანი ზრდაა. ტოპ ქვეყნებს შორის ინდოეთი მე-6 ადგილზეა. ინდოეთიდან ვიზიტორების 6 თვის მონაცემებით მთლიანი დანახარჯი 110.5 მილიონი ლარია.
1756791267
2 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დასავლეთის ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +28, +33°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +27, +32°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა, დასავლეთის ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +18, +23°, დღისით +32, +37°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +29, +31°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +20, +25°, ზოგან +30°-მდე.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან .ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +21°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +20°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით +21°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+22°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სამხ/დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +22°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სამხდ/ასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით+20°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შეს.ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +20°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შეს.ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით+15°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შეს.ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+21 °.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ.უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან , დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +18°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ.უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან , დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+ 18°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ.უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან , დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+17°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შეს.ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით +15°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შეს. ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით +13°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ.უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+20°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმ.უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+18°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ.უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+15°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ.უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+19.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შეს.ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+14°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+10.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +16°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შეს.ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +15°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ.უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+17°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შეს.ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+12°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +19 °.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+21°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. . ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით +19°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+20°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით+19°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+21°.
1756713505
8 თვეში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 49 მოვაჭრე ₾105 000-ით დაჯარიმდა - GCCA2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სხვადასხვა სფეროში 49 მოვაჭრე ჯამში 105 000-მდე ლარით დაჯარიმდა.სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.ამასთან, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2025 წლის აგვისტოში, 9 მოვაჭრე 71 625-მდე ლარით დაჯარიმდა.„აგვისტოში, მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, GCCA-ის მიერ დაჯარიმდა: შპს „აიფონ ჯორჯია“ - 30 774 ლარით; შპს „მოტიფი“ - 33 927 ლარით; ფ/პ მზია გორდულაძე - 600 ლარით; შპს „ლეკი“ - 2722 ლარით; ი/მ გიორგი ზაქარაძე - 600 ლარით; ფ/პ რევაზ კალაძე - 600 ლარით; ფ/პ ზურაბ ნამგალაძე - 1200 ლარით; ფ/პ ალექსანდრე ბარამიძე - 600 ლარით; შპს „კლინიკა ჰელსი და კომპანია“ - 600 ლარით“, - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება მას შემდეგ იწყებს, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.