ვინ არის გიორგი უძილაური, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებისთვის 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გიორგი უძილაური

გიორგი უძილაურს, რომელიც 5 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სუს-ი მას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას ედავება.

ვინ არის გიორგი უძილაური?

გიორგი უძილაური ბოლო წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა

ამასთან, ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო “ქარ­თუ ჯგუ­ფის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. უფრო ადრე კი ეწე­ო­და ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში.

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, და­კა­ვე­ბულს უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან გა­აჩ­ნდა მა­ღალ დო­ნე­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის სის­ტე­მა­ტუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი.

შეხ­ვედ­რე­ბი იგეგ­მე­ბო­და და­შიფ­რუ­ლი ორ­მხრი­ვი კავ­ში­რის გა­მო­ყე­ნე­ბით და იმარ­თე­ბო­და სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე, წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი კონ­სპი­რა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის მკაც­რი დაც­ვით.

ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, რო­გორც პი­რის­პირ კონ­ტაქ­ტის, ასე­ვე ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის გა­და­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ცავ­და სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის სა­ი­დუმ­ლო მო­ნა­ცე­მებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­თან, ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სტრუქ­ტუ­რებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან, ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მის დამ­კვე­თე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სხვა მო­ნა­ცე­მებ­თან.

გარ­და ამი­სა, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის და­ვა­ლე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი პირი მუ­შა­ობ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო პლატ­ფორ­მე­ბის შექ­მნა­ზეც, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო მე­დია სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ზიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი ქსე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის და­ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­დაზ­ვერ­ვო ხა­სი­ა­თის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, მათ შო­რის, რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

BPN