„ყველაზე მცირე სამი დღე ფრენა გიწევს და კაცზე 3 000 დოლარი გინდა” - ტაილანდში ჩარჩენილი 130-მდე ქართველი დახმარებას ითხოვს

bankong

„ალ­ტერ­ნა­ტი­ვა კი არის, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მცი­რე სამი დღე ფრე­ნა გი­წევს და კაც­ზე 3 000 დო­ლა­რი გინ­და,” - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ერთ-ერთმა ქარ­თვე­ლმა ტუ­რის­ტმა განუცხადა, რო­მე­ლიც კუნ­ძულ­ზე მე­უღ­ლეს­თან ერთად იმ­ყო­ფე­ბა.

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში და­წყე­ბულ­მა სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბამ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში მყოფ ტუ­რის­ტებს, მათ შო­რის ათე­უ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს დიდი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა გა­მო­იწ­ვია. ირა­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის ჩა­კეტვი­სა და რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლი სა­ო­მა­რი ვი­თა­რე­ბის გამო, ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­მა რე­ი­სე­ბი გა­ა­უქ­მეს, რის შე­დე­გა­დაც ტა­ი­ლან­დში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ტა­ი­ლან­დში სა­ქარ­თვე­ლოს 130 მო­ქა­ლა­ქეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც რე­ი­სე­ბი არა­ბე­თის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი ვი­თა­რე­ბის გამო გა­უ­უქ­მდათ. მათ შო­რის არი­ან მგზავ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც Air Arabia-ს რე­ი­სით შარ­ჟას გავ­ლით უნდა გა­მოფ­რე­ნი­ლიყ­ვნენ.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავი­ა­კომ­პა­ნია მგზავ­რებს ორ ვა­რი­ანტს სთა­ვა­ზობს: თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბას ან გა­და­ჯავ­შნას, თუმ­ცა 9 მარ­ტის ჩათ­ვლით ყვე­ლა ფრე­ნა გა­უქ­მე­ბუ­ლია.

"ალ­ტერ­ნა­ტი­ვა კი არის, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მცი­რე სამი დღე ფრე­ნა გი­წევს და კაც­ზე 3000 დო­ლა­რი გინ­და. თან ესეც არ არის სტა­ბი­ლუ­რი გზა," - ეუბნება AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტი. განაგრძეთ კითხვა