11 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით წვიმა ,მაღალმთიან რაიონებში კი თოვლია მოსალოდნელი.

თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 15-17 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში კი 6-8, აღმოსავლეთ საქართველოში ქართლში 11-13, კახეთში 12-14, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 4-6 გრადუსი იქნება.

დედაქალაქში ჰაერი 11-13 გრადუსამდე გათბება.