ბინის ქირა საშუალოდ 8%-ით შემცირდა - როგორია უძრავი ქონების გასაყიდი ფასი

ბინების გაქირავება

ბინის ქირა საშუალოდ, 8%-ით შემცირდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია საუბარი.

კვლევის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოში თბილისში 3,133 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2023 წლის აგვისტოს მაჩვენებელს 5%-ით ჩამორჩება.

ბინის საშუალო გასაყიდმა ფასმა კი 1,233 $/კვ.მ შეადგინა და წლიურად 6%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ქირის ფასს, კვ.მ-ის ღირებულება 11.5 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია.

ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის მოცულობამ $250 მილიონი შეადგინა და წლიურად 1%-ით შემცირდა.