1746424757
ChatGPT-მ ექიმებს აჯობა და ამერიკელ ქალს კიბო აღმოუჩინა!

ხელოვნურ ინტელექტს, ალბათ, თქვენც ხშირად ესაუბრებით, იქნება ეს სამსახურებრივი საკითხები თუ პირადი ამბები და ამაში დღეს უცნაური არც არაფერია. თუმცა, რას იტყვით, რომ გითხრათ, ჩეტბოტმა ექიმებს აჯობაო? რომ ქალს აღწერილი სიმპტომების საფუძველზე კიბოს დიაგნოზი დაუსვა, როცა ეს ექიმებს ყურადღების მიღმა დარჩათ?!
ამბავი ასეთია — ამერიკაში მცხოვრებმა 40 წლის ქალმა ლორენ ბანონმა გასული წლის თებერვალში აღმოაჩინა, რომ დილით და საღამოს თითების მოხრა უჭირდა… მართალია, რევმატოიდულ ართრიტზე კვლევები შედეგიანი არ იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ეს დიაგნოზი დაუსვეს. მალევე ქალს მუცლის ტკივილი დაეწყო, ერთ თვეში 7 კილო დაიკლო, ეს კი უკვე ექიმებმა მჟავა რეფლუქსს დააბრალეს.
რა თქმა უნდა, პაციენტი უკმაყოფილო იყო, ამიტომაც გადაწყვიტა ChatGPT-ის გასაუბრებოდა, რომელსაც მანამდე მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის იყენებდა. აუხსნა, რომ რევმატოიდული ართრიტის მსგავსი ნიშნები ჰქონდა, ჩეტბოტმა კი უპასუხა, რომ შესაძლო იყო მას ჰაშიმოტოს დაავადება ჰქონოდა — ავტოიმუნური მდგომარეობაა, რა დროსაც სხეულის იმუნური სისტემა ფარისებრ ჯირკვალს ებრძვის, იწვევს ანთებასა და ფუნქციონირების შეფერხებას. ამიტომაც ურჩია, ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზას ანტისხეულების (TPO) დონე შეემოწმებინა.
„მჭირდებოდა, გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს, სასოწარკვეთილი ვიყავი, უბრალოდ ვერ ვიღებდი პასუხებს, რომლებიც მჭირდებოდა“, — ამბობს ის.
უკვე 2024 წლის სექტემბერში ჩეტბოტის რეკომენდაცია გაითვალისწინა და ანალიზი გაიკეთა, შედეგებმა ChatGPT-ის ვარაუდი დაადასტურა მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მსგავსი დაავადება არავის ჰქონია… ამის შემდეგ ექიმებმა პაციენტს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარეს, რითაც კისერში ორი პატარა კვანძი აღმოაჩინეს. უკვე ოქტომბერში კი კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
2025 წლის იანვარში კვანძები ამოკვეთეს და იგი დღეს თავს კარგად გრძნობს. ჩეტბოტის მადლიერიცაა და ფიქრობს, რომ მის გარეშე ვერასდროს აღმოაჩენდა ფარულ დაავადებას — „ექიმებმა დამაღალატეს… ChatGPT-ისთვის რომ არ მიმემართა, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო წამლებს მივიღებდი და შესაძლო იყო, კიბო კისრიდან მთელ სხეულში გავრცელებულიყო“.
წყარო: marketer.ge
1746084729

1746424749
5 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 მაისს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია:დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღისით დასავლეთის ქარი 10 -15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +13, +18°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით +4, +9°, დღისით +10, +15°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მეორე ნახევრიდან ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +14°, დღისით +22°.უფრო დეტალურად, 5-6 მაისს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან ჩრდ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°. ღამით+12 ,სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+12 °.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +12 °.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +12°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით+12°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის დღის მე-2 ნახ-დან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+11 °.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +12°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით+6°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +12°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მე-2 ნახ-დან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +10°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +8°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+8°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+7°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+6°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +9°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +8°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭ. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით+7°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+8°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12, ღამით+6°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10, ღამით+3°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19, ღამით+7°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით+9.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19, ღამით+10.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14, ღამით+4.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+13°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+14°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+12°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით+13°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით+13°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მე-2 ნახ-დან დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით+14°.
1746424696
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ქუჩებითბილისში, დღეს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩები ჩამონათვალს აქვეყნებს.ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური „ავლაბარის“ მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ფაღავას, ლადო მესხიშვილის, ცისკრის და გონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავარის, ასმათის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, მუხრანის, ჩარგლის, ტიბაანის, თიანეთის, გუდამაყრის, ხორნაბუჯის, ბეინაშვილის, დავით გარეჯელის, თმოგვის, ქართლის, ქსოვრელის, ბეჟანიშვილის და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას.დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, VI კვარტალების მოსახლეობას.სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ილია ბაბუციძის, ქინძმარაულის, თავკვერის, რევაზ მამისაშვილის, ნაკადულის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1746352260
ChatGPT-მ ექიმებს აჯობა და ამერიკელ ქალს კიბო აღმოუჩინა!ხელოვნურ ინტელექტს, ალბათ, თქვენც ხშირად ესაუბრებით, იქნება ეს სამსახურებრივი საკითხები თუ პირადი ამბები და ამაში დღეს უცნაური არც არაფერია. თუმცა, რას იტყვით, რომ გითხრათ, ჩეტბოტმა ექიმებს აჯობაო? რომ ქალს აღწერილი სიმპტომების საფუძველზე კიბოს დიაგნოზი დაუსვა, როცა ეს ექიმებს ყურადღების მიღმა დარჩათ?!ამბავი ასეთია — ამერიკაში მცხოვრებმა 40 წლის ქალმა ლორენ ბანონმა გასული წლის თებერვალში აღმოაჩინა, რომ დილით და საღამოს თითების მოხრა უჭირდა… მართალია, რევმატოიდულ ართრიტზე კვლევები შედეგიანი არ იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ეს დიაგნოზი დაუსვეს. მალევე ქალს მუცლის ტკივილი დაეწყო, ერთ თვეში 7 კილო დაიკლო, ეს კი უკვე ექიმებმა მჟავა რეფლუქსს დააბრალეს.რა თქმა უნდა, პაციენტი უკმაყოფილო იყო, ამიტომაც გადაწყვიტა ChatGPT-ის გასაუბრებოდა, რომელსაც მანამდე მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის იყენებდა. აუხსნა, რომ რევმატოიდული ართრიტის მსგავსი ნიშნები ჰქონდა, ჩეტბოტმა კი უპასუხა, რომ შესაძლო იყო მას ჰაშიმოტოს დაავადება ჰქონოდა — ავტოიმუნური მდგომარეობაა, რა დროსაც სხეულის იმუნური სისტემა ფარისებრ ჯირკვალს ებრძვის, იწვევს ანთებასა და ფუნქციონირების შეფერხებას. ამიტომაც ურჩია, ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზას ანტისხეულების (TPO) დონე შეემოწმებინა. „მჭირდებოდა, გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს, სასოწარკვეთილი ვიყავი, უბრალოდ ვერ ვიღებდი პასუხებს, რომლებიც მჭირდებოდა“, — ამბობს ის. უკვე 2024 წლის სექტემბერში ჩეტბოტის რეკომენდაცია გაითვალისწინა და ანალიზი გაიკეთა, შედეგებმა ChatGPT-ის ვარაუდი დაადასტურა მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მსგავსი დაავადება არავის ჰქონია… ამის შემდეგ ექიმებმა პაციენტს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარეს, რითაც კისერში ორი პატარა კვანძი აღმოაჩინეს. უკვე ოქტომბერში კი კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.2025 წლის იანვარში კვანძები ამოკვეთეს და იგი დღეს თავს კარგად გრძნობს. ჩეტბოტის მადლიერიცაა და ფიქრობს, რომ მის გარეშე ვერასდროს აღმოაჩენდა ფარულ დაავადებას — „ექიმებმა დამაღალატეს… ChatGPT-ისთვის რომ არ მიმემართა, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო წამლებს მივიღებდი და შესაძლო იყო, კიბო კისრიდან მთელ სხეულში გავრცელებულიყო“.წყარო: marketer.ge
1746349500
მსოფლიოში დაკარგული უძვირფასესი ნივთები, რომლებსაც დღემდე ეძებენსხვადასხვა მსოფლიო კონფლიქტმა ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ისტორიული საგანძური მოიპარეს, დაიკარგა და დღემდე ვერ მოიძებნა. ეს ფაქტი ახალისებს სწრაფი გამდიდრების მსურველთა ფანტაზიას - ისინი ცდილობენ მათ პოვნას. ძიება ჩვენს დროშიც კი არ წყდება...მოდით ვნახოთ, რაზეა საუბარი1. მაჰარაჯას ყელსაბამი1925 წელს ინდოეთის მაჰარაჯამ, ბჰუპინდერ სინგჰმა, საიუველირო სახლს თავისთვის გულმკერდის ორნამენტი შეუკვეთა. მის დამზადებას სამი წელი დასჭირდა, რადგან ის შეიცავდა დიდი რაოდენობით ძვირფას ქვას - დაახლოებით სამ ათას ბრილიანტს, რომელთა საერთო წონა თითქმის 963 კარატი იყო. და ასევე შვიდ დიდ ბრილიანტს, რომელთა წონა 73 კარატამდეა. ორიგინალი ყელსაბამი მფლობელის ფოტოზე ჩანს. თუმცა 23 წლის შემდეგ, სამკაული გაქრა. შემდგომში მისი ზოგიერთი ნაწილი მთელ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოაჩინეს. ერთი ფრაგმენტი ჟენევაში იპოვეს, პატარა ბრილიანტები კი ლონდონში. ფრანგულმა საიუველირო სახლმა ყელსაბამის აღსადგენად ყველა ნაწილის შეძენა სცადა, თუმცა ყველაზე დიდი ქვები ვერსად იპოვეს. მოგვიანებით, მსგავსი სამკაული შეიქმნა ნაპოვნი ნაწილების გამოყენებით, მაგრამ ორიგინალურ ბრილიანტს დღემდე ეძებენ. აღდგენილი სამკაულის ღირებულება ამჟამად 30 მილიონ დოლარს აჭარბებს.2. ღია ყვითელი ბრილიანტი - ფლორენციულიშესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრილიანტი ავსტრიული ყვითელი ან ფლორენციული ბრილიანტი იყოს. ეს 137 კარატიანი ძვირფასი ქვა ოლიგარქიული მედიჩების ოჯახს ეკუთვნის. მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი დინასტიის "გაქრობა" დაიწყო, საგანძური ჰაბსბურგების სამეფო დინასტიას გადაეცა მემკვიდრეობით. მათ ბრილიანტი ჰოფბურგის რეზიდენციაში უსაფრთხო ადგილას მოათავსეს, საიდანაც ის მოიპარეს.1918 წელს ცნობილი გახდა, რომ მსგავსი ნიმუშების პოვნა ევროპის სხვადასხვა ქალაქში დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ძვირფასი ქვა გატეხილი იყო და სხვადასხვა ადამიანებზე გაყიდული. ყვითელი ბრილიანტის დამსხვრეული ნაწილების ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.3. გრაფინია იზაბელა ცარტორისკას ყუთიპულავიში, სიბილას ტაძარში, ჰერცოგინია იზაბელა ჩარტორისკა თავის ყველაზე ძვირფას სამკაულებს ინახავდა. ეს იყო ხის ყუთი მორთული ოქროს ელემენტებითა და ძვირფასი ქვებით. მასში ყველაზე მნიშვნელოვანად ითვლებოდა პოლონეთის მეფეებისგან დარჩენილი რელიქვიები. თუმცა, 1939 წელს, სამხედრო კონფლიქტის დროს, სამეფო ყუთი ტაძრიდან უნდა გაეტანათ, რათა სასახლეში დამალულიყო. მაგრამ გერმანელმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს მტრის საგანძური. სამხედროებმა ის თან წაიღეს და მას შემდეგ არავის უნახავს...4. ფაბერჟეს კვერცხები1885 წელს იმპერატორ ალექსანდრე III-ის ოჯახში გაჩნდა ტრადიცია, რომ მის მეუღლეს, მარია ფეოდოროვნას, სააღდგომოდ კვერცხებს ჩუქნიდნენ, მაგრამ არა ქათმის კვერცხებს, არამედ ძვირფას კვერცხებს, შიგნით სამკაულებით სავსე სიურპრიზით. იმპერატრიცა აღფრთოვანებული იყო ამ პროდუქტით, რომელიც იუველირმა კარლ ფაბერჟემ დაამზადა. მას შემდეგ, მათი ოჯახი ყოველწლიურად ერთ ახალ კვერცხს ჩეკავდა, რაც, როგორც ირკვევა, უნიკალური უნდა ყოფილიყო. ეს ტრადიცია მათმა ვაჟმა, ნიკოლოზ II-მ შეინარჩუნა. მართალია, მას ორი კვერცხი სჭირდებოდა - დედისთვის და ცოლისთვის. შედეგად, რამდენიმე წლის განმავლობაში შეიქმნა 71 უნიკალური კვერცხი, რომლებიც დამზადებული იყო თეთრი მინანქრის, ოქროს, პლატინის, ბრილიანტებისა და აკვამარინებისგან.1900-იანი წლების დასაწყისში, მასობრივი რევოლუციების გამო, იუველირმა ორი ძვირფასი საჩუქარი დაკარგა, შემდეგ კი ხელისუფლება შეიცვალა. მარია ფეოდოროვნა იძულებული გახდა პოლონეთში გადასულიყო. მან თან მხოლოდ ერთი სამახსოვრო კვერცხი წაიღო. დანარჩენი სამკაულები მდიდარი ადამიანებისთვის სუვენირებად იქცა. ითვლება, რომ დღემდე მხოლოდ 65 საიუველირო კვერცხია შემორჩენილი; დანარჩენების ბედი უცნობია.5. მოპარული ტაკერის ჯვარიოკეანოგრაფმა ტედი ტაკერმა, რომელიც ფილმ "ტიტანიკის" მთავარი კონსულტანტი გახდა, ერთხელ ოკეანის ფსკერზე ზურმუხტებით მოჭედილი ოქროს ჯვარი იპოვა. ვარაუდობენ, რომ ეს აღმოჩენა ესპანური წარმოშობისაა. 1950-იანი წლების დასაწყისში ინდოეთიდან იუველირებმა ეს ნივთი 75 ათას დოლარად შეაფასეს. ოთხი წლის შემდეგ მეცნიერმა ჯვარი ბერმუდის გუბერნატორს მიჰყიდა. იდუმალი არტეფაქტი ადგილობრივი მუზეუმის მთავარი აქტივი გახდა. 70-იანი წლების შუა პერიოდში, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II თავად აპირებდა ამ აღმოჩენის შესწავლას, მაგრამ მის მოსვლამდე ჯვარი გაქრა მუზეუმიდან. მას შემდეგ ის აღარასდროს უპოვიათ. თანამედროვე იუველირები თვლიან, რომ ის შესაძლოა გადაადნეს და ისე გაყიდეს.6. ჰამაზედის დიდი ზარი1484 წელს, მეფის ბრძანებით, პერუში ხელით ჩამოასხეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ზარი. ის დაგონის პაგოდასთვის საჩუქრად გაკეთდა. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი დეკორაცია იყო. მაგრამ ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტების დაწყების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს მისი გადადნობა და იარაღის დამზადება. ზარის ღირებულება მისი პორტუგალიელი მოწინააღმდეგეებისთვისაც გაიზარდა. მათ მისი მოპარვა სცადეს, მაგრამ ტრანსპორტირების დროს ის მდინარე იანგონში ჩავარდა. 294 ტონამ ჩაძირვა დაიწყო. დღესდღეობით ის დაკარგულად ითვლება.7. ქარვის ოთახიქარვის კაბინეტი ან ქარვის პალატა მე-18 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შედევრია, რომელიც ცარსკოე სელოში, ეკატერინეს სასახლეში მდებარეობდა. ეს ოთახი მორთული იყო პანელებით, ფრესკებითა და ნამდვილი ქარვისგან დამზადებული დეკორატიული ელემენტებით. ის მეფე ფრედერიკ I-ისთვის გაკეთდა და შემდეგ პეტრე I-ს გადაეცა. დიდი სამამულო ომის დროს სასახლე დაიკავეს და ქარვის საგანძური გერმანელმა ჯარისკაცებმა წაიღეს. სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, მსოფლიო საგანძურის ძებნა წარუმატებელი აღმოჩნდა. ქარვის სამკაულებს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეძებდნენ. საბჭოთა პერიოდში სცადეს ოთახისთვის პირვანდელი სახის აღდგენა. ის მსგავსი ქარვისგან და იგივე ტექნიკის გამოყენებით იყო დამზადებული. პროექტზე ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტები მუშაობდნენ. 2003 წელს რუსმა ხელოსნებმა შექმნეს ახალი ოთახი სანკტ-პეტერბურგის 300 წლის იუბილეს საპატივცემულოდ. ახლა ნებისმიერს შეუძლია მისი მონახულება ეკატერინეს სასახლეში, მაგრამ მის ორიგინალ ნაწილებს დღემდე ეძებენ მთელ მსოფლიოში.
1746346200
რომელია ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები მიგრანტებისთვის - InterNations-ის ახალი კვლევადღეს ბევრი ადამიანი თავის ცხოვრებაში იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სხვა ქვეყანაში გადასვლის შესახებ.ამ ტენდენციის უკან ბევრი ფაქტორი დგას - მაგალითად, სამსახურის შეცვლა, ცხოვრების ხარისხის შეცვლა, შემოსავლის გაზრდის სურვილი და ა.შ.Google-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ აშშ-ში არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად გადასვლის შესახებ ძიების რაოდენობა 1000%-ზე მეტით გაიზარდა.ემიგრანტთა შესახებ მსოფლიოს უმსხვილესმა ორგანიზაციამ InterNations-მა გამოაქვეყნა Expat Insider-ის პირადი ფინანსების ინდექსი, რომელშიც ემიგრანტისთვის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები გამოავლინა.ინდექსი ეფუძნება ცხოვრების საერთო ღირებულებას, ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილებას და საკმარის შემოსავალს კომფორტული ცხოვრებისთვის.გთავაზობთ საცხოვრებლად მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ და ყველაზე იაფ ქვეყნებს ემიგრანტებისთვის InterNations-ის მონაცემების მიხედვით.5 ყველაზე ძვირი ქვეყანაა:კანადაქვეყანაში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ მათი შემოსავალი კომფორტული ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის. კანადის საჯარო მოხელეთა კავშირის მონაცემებით, ხელფასები კვლავ ჩამორჩება ინფლაციას, რაც ზრდის ცხოვრების ხარჯებზე ზეწოლას.მაგალითად, კანადაში მცხოვრებმა ესპანელმა დაიჩივლა, რომ „რესტორანში ან ბარში წასვლა მისთვის ფუფუნებაა“.არაკომერციული ორგანიზაცია „ანგუს რიდის ინსტიტუტის“ ანგარიშის თანახმად, ხუთიდან ორი ახლადჩასული განიხილავს კანადის სხვა პროვინციაში გადასვლას ან თუნდაც ქვეყნის სამუდამოდ დატოვებას ხელმისაწვდომი საცხოვრებლის არარსებობის გამო.დიდი ბრიტანეთიდიდ ბრიტანეთში ემიგრანტების მდგომარეობა ცხოვრების მძიმე კრიზისის ფონზე დიდად უკეთესი არ არის.ინდექსის მიხედვით, გამოკითხულთა 58% ცხოვრების ღირებულებას უარყოფითად აფასებს.ქვეყანაში საცხოვრებლიდან დაწყებული - საკვებით დამთავრებული, თითქმის ყველაფერი უკიდურესად ძვირია და ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში ენერგიის ფასები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.სინგაპურიროგორც InterNations აღნიშნავს, სინგაპური რეგულარულად შედის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქ-სახელმწიფოს შორის. საკონსულტაციო კომპანია Mercer-ის მონაცემებით, ქალაქ-სახელმწიფო ამჟამად მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა ცხოვრების ღირებულების ინდექსით.InterNations ინდექსის ფარგლებში გამოკითხულთა სამ მეოთხედს სინგაპურში ცხოვრების ღირებულების შესახებ უარყოფითი შეხედულება აქვს. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური ხარჯია ქირა.ახალი ზელანდიაახალი ზელანდია InterNations-ის რეიტინგში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, სადაც ემიგრანტები ქვეყანაში მძიმე ფინანსურ ტვირთს უჩივიან. აქ განსაკუთრებით ძვირია და რთულად მოსაძებნი საცხოვრებელი.ახალი ზელანდიის სტატისტიკის სამსახურის უახლესი მონაცემების თანახმად, ახალი ზელანდიელები ქვეყანას რეკორდული რაოდენობით ტოვებენ.აშშშესაძლოა, შეერთებული შტატები შესაძლებლობების ქვეყანა არის, მაგრამ ამერიკულ ოცნებას თავისი ფასი აქვს. უცხოელთა ნახევარზე მეტი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრებას ან მუშაობას გადაწყვეტს, უკმაყოფილოა ცხოვრების ღირებულებით და მხოლოდ 31% არის კმაყოფილი.ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემებია საცხოვრებლის მაღალი ფასები და ძვირადღირებული ჯანდაცვა.მიგრანტებისთვის ყველაზე იაფი ქვეყნებია:ვიეტნამივიეტნამი ზედიზედ მეოთხე წელია, რაც ხელმისაწვდომობის რეიტინგში ლიდერობს. ქვეყანა მუდმივად ახდენს ემიგრანტებზე შთაბეჭდილებას ცხოვრების დაბალი ფასებით, რაც მას ბევრი ადამიანების ოცნების ადგილად აქცევს.ვიეტნამში ემიგრანტების 86% ცხოვრების ღირებულებას დადებითად აფასებს. ისინი აცხადებენ, რომ საცხოვრებელი, საკვები და კომუნალური გადასახადები ძალიან იაფია.ქვეყნის დიდ ქალაქებში ჯანდაცვის ხარისხი კარგია, იქ ბევრი კერძო სერვისია ხელმისაწვდომი. ვიეტნამში დანაშაულის დონე შედარებით დაბალია.კოლუმბიასამხრეთ ამერიკის ქვეყანა ბოლო წლებში ემიგრანტებს შორის პოპულარული გახდა. ეს ნაწილობრივ მისმა ფინანსურმა მიმზიდველობამ განაპირობა.კოლუმბიაში ემიგრანტების 85% ცხოვრების ღირებულებას დადებითად აფასებს. მათი ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილი გამოკითხულთა 91%-ია.ერთადერთი ნაკლი კოლუმბიაში, დანაშაულის შედარებით მაღალი მაჩვენებელია.ინდონეზიაინდონეზიამ ცხოვრების ხარისხის მხრივ ცუდი ქულები მიიღო, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის და ტრანსპორტის მიმართულებით. თუმცა, გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კომფორტულად ცხოვრებისთვის ნაკლები ფულია საჭირო.აქ ცხოვრების ხარჯები მინიმალურია. Numbeo-ს მონაცემებით იაფია გარეთ კვება, საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურება. რესტორანში კვება საშუალოდ მხოლოდ 1.91 დოლარი ღირს, ქალაქის ცენტრის გარეთ ერთოთახიანი ბინის ქირა თვეში საშუალოდ 178 დოლარი დაგიჯდებათ, ხოლო საშუალო ბინის ძირითადი კომუნალური გადასახადები თვეში მხოლოდ 68 დოლარი.პანამაპანამა ჩრდილოეთ ამერიკელი პენსიონერების სამოთხეა. აქ ხუთიდან ოთხი ემიგრანტი კმაყოფილია თავისი ცხოვრებით.გამოკითხულთა 74% კმაყოფილია საკუთარი ფინანსური მდგომარეობით, რაც სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით მეტია, ხოლო 88% მიიჩნევს, რომ მათი ოჯახის განკარგვადი შემოსავალი საკმარისი ან საკმარისზე მეტია კომფორტული ცხოვრებისთვის.ფილიპინებიფილიპინებმა ცუდი ქულები მიიღო ცხოვრების ხარისხის მხრივ, თუმცა სხვადასხვა პლიუსები ანაზღაურებს მინუსებს.გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი აცხადებს, რომ ფილიპინებში ცხოვრება იაფია. მათთვის ხელმისაწვდომია საცხოვრებლის ქირა, კომუნალურები, საკვები და სხვა საჭიროებები.ქალაქის ცენტრის გარეთ ერთსაძინებლიანი ბინის საშუალო ქირა თვეში მხოლოდ 174 დოლარია.წყარო: lovemoney.com