E. I. f Beauty ჰეილი ბიბერის Rhode-ის 1 მლრდ დოლარად ყიდულობს - დეტალები

E. I. f Beauty

E. I. f Beauty-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჰეილი ბიბერის სილამაზის ბრენდ Rhode-ის 1 მლრდ აშშ დოლარად შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

FactSet-ის ცნობით, შენაძენი E. I. f. Beauty-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება. კომპანია 800 მლნ აშშ დოლარს ნაღდი ფულისა და აქციების სახით გადაიხდის, დანარჩენი 200 მლნ კი მომდევნო 3 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით ანაზღაურდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარიგება, სავარაუდოდ, 2026 წლის მეორე ნახევარში დაიხურება.

2022 წელს დაარსებულმა Rhode-მ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხმარებელთა ბაზა გააორმაგა, 2025 წლის მარტის მონაცემებით კი, ბოლო 12 თვეში 212 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.