1726470899
იტალიის ჩემპიონატში ქართველებმა 50 გოლი გაიტანეს - მათი ნახევარი კვარაცხელიას ანგარიშზეა
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა და „კალიარისთან“ (4:0) გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ეს სერია A-ში „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის მიერ გატანილი 25-ე გოლი აღმოჩნდა. სულ კი იტალიის ჩემპიონატში ქართველებმა 50 გოლი გაიტანეს.
ქართველების გოლები სერია A-ში:
კახა კალაძე – 13 გოლი
2001–2010 „მილანი“ – 12
2010–2012 „ჯენოა“ – 1
ლევან მჭედლიძე – 11 გოლი
2008–2019 „ემპოლი“ – 10
2008–2010 „პალერმო“ – 1
ხვიჩა კვარაცხელია – 25 გოლი
2022– „ნაპოლი“ 25
ლუკა ლოჩოშვილი – 1 გოლი
2022- „კრომონეზე“ 1
სულ 50 გოლი
1726823410
კვარაცხელია კონტეს ხელმძღვანელობით უფრო არაპროგნოზირებადია, ვითარდება და „ნაპოლის“ ლიდერი ხდება – Corriere dello Sportხვიჩა კვარაცხელია ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლიში“ კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, – ამის შესახებ წერილს Corriere dello Sport-ი აქვეყნებს.„ქართველი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ვითარდება, „ნაპოლის“ თამაშში ცენტრალურ როლს ასრულებს და გუნდის გული ხდება. „ნაპოლიში“ 10-ნომრიანი მაისური, მარადიული სიმბოლო, რომელიც ასოცირდება დიეგო მარადონასთან, ხელშეუხებელია და სამუდამოდ დარჩება ფეხბურთის ისტორიის ხატად. მაგრამ დღეს ლეგენდარული ჩემპიონის სახელობის „სტადიო მარადონაზე“ ხალხს სწორედ ხვიჩა კვარაცხელია ხიბლავს.ანტონიო კონტემ მტკიცედ უარყო ნებისმიერი შეთავაზება ქართველის თაობაზე, რადგან დარწმუნებული იყო, რომ კვარაცხელია გუნდისთვის ფასდაუდებელი რესურსია. ხვიჩაც მას იმედს უმართლებს.კვარაცხელიას ევოლუცია დაიწყო კონტეს მოსვლასთან ერთად, რომელმაც ის გადააქცია სრულყოფილ მოთამაშედ, რომელიც აღარაა მიჯაჭვული მხოლოდ მარცხენა ფლანგზე, არამედ შეუძლია შემტევი ნახევარმცველის როლიც შეასრულოს.მანამდე იგივე ცვლილება საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განახორციელა და განმარტა, რომ კვარა მოედანზე გადაწყვეტილების მიმღები გახდა. ის არა მხოლოდ ტაქტიკურად, პიროვნულადაც იზრდება.კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება „ნაპოლისთვის“ აქტუალური თემაა. დავიწყებული არაა შეთავაზება პსჟ-ისგან, რომელიც მზადაა, გადაიხადოს ასტრონომიული თანხა. თუმცა ნეაპოლელებისთვის პრიორიტეტი ქართველთან ხელშეკრულების 2029 წლამდე გაგრძელებაა“, – წერს გამოცემა.პირველი არხი
1726815113
ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაძვირდა - რა ღირს ერთი მანქანა2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად 74,29%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში ჩინეთიდან 1 797 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 1 031 იყო.რაც შეეხება იმპორტის თანხობრივ მოცულობას, აქ ზრდა 111,77%-ია. კერძოდ, 2024 წელს საქართველოში 27.748 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა, 2023 წელს კი იმპორტის მოცულობა 13.102 მილიონი დოლარი იყო.რაც შეეხება ფასებს, ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტის საშუალო ღირებულება მიმდინარე წელს 15 441 დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 2023 წელს იმპორტის საშუალო ფასი 12 708 დოლარი იყო. ზრდა წინა წელთან შედარებით 21,5%-ია.
1726815013
აშშ-მა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ ბანკს სანქციები დაუწესა - მიზეზი სანქციების გვერდის ავლააშეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.„საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში და რომლებმაც შესაძლებელი გახადეს და ხელი შეუწყვეს რუსეთსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას (DPRK) შორის უკანონო გადახდის მექანიზმების დასამკვიდრებლად მიმდინარე მცდელობებს“, - აღნიშნული აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.უწყების განმარტებით, აღნიშნული ქსელისთვის სანქციების დაწესება პასუხისმგებლობას აკისრებს მხარეებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას და ადასტურებს სახაზინო დეპარტამენტის ვალდებულებას, გამოავლინოს და მოშალოს ქსელები, რომლებიც ხელს უწყობენ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მასობრივი განადგურების იარაღის და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების დაფინანსებას და მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომს.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორკესტრირებულ სქემით, MRB ბანკი, ხელს უწყობდა სანქცირებულ რუსულ TSMRBank-სა და ჩრდილოეთ კორეულ FTB ბანკს შორის საიდუმლო საბანკო ურთიერთობის დამყარებას.
1726736427
„სამხრეთ ოსეთში” ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აიკრძალასამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე ენერგეტიკული სასმელების გაყიდვას კრძალავს. ამის შესახებ RBC Wine-ს დე ფაქტო პარლამენტში განუცხადეს.კერძოდ, ე.წ. დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონი „მატონიზირებელი უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლური სასმელების იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვის, წარმოების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის აკრძალვის შესახებ.“ კანონპროექტი განსახილველად ე.წ. ვიცესპიკერმა, კანონმდებლობის, კანონიერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დე ფაქტო კომიტეტის თავმჯდომარე ზიტა ბესაევამ წარადგინა.„ასეთი აუცილებლობა მართლაც დგას, როცა ვხედავთ, თუ რა მავნე გავლენა აქვს ამ ენერგეტიკული სასმელების მოხმარებას ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე. ჩვენ, როგორც კანონმდებლებს, გვაქვს ვალდებულება, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ახალგაზრდობის დასაცავად. კანონი, ასევე, აუცილებელია სამართალდამცავებისთვის, რადგან მოქმედ კანონს, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ, სათანადო ეფექტი არ აქვს“, - განაცხადა ბესაევამ დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე.კანონის ასამოქმედებლად მას საბოლოოდ “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.ცნობისთვის: 31 ივლისს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომელიც რუსეთში ბავშვებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვას კრძალავს. კანონი 2025 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.
1726730801
ავტომაგისტრალზე მინიმალური სიჩქარე დადგინდებაკახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება. ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი გზის მონაკვეთი უკვე გაიხსნა ივლისის ბოლოს.თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა შენდება. გზის პირველი მონაკვეთი, 4 კმ-იანი ვაზიანის შემოვლითი გზა, გასულ წელს გაიხსნა. ვაზიანი-საგარეჯოსა და საგარეჯოს შემოვლითი გზის, ჯამში 31 კმ-ზე, სამუშაოები აქტიურად გრძელდება და წელს დასრულდება.ცნობისთვის, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარს აჭარბებს.თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნულ გზაზე, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, დადგენილი იქნება მოძრაობის სიჩქარე 110 კმ საათში, თუმცა, მნიშვნელოვანია რომ მაგისტრალზე, პირველად დაწესდება მინიმალური სიჩქარეც 60 კმ/სთ, ეს კი ნიშნავს, რომ ამაზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობა კახეთის ჩქაროსნულ გზაზე შეიზღუდება.სამუშაოები საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზეც მიმდინარეობს, რომლის გახსნაც მომავალ წელს იგეგმება.