1728893891
ტრამპის გოლფკლუბში მომხდარი ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო - გამოძიების ფედერალური ბიურო
ტრამპის გოლფკლუბში მომხდარი ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო, – ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ეს მკვლელობის მცდელობა იყო.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის სიახლოვეს სროლა მოხდა. როგორც ტრამპი აცხადებს, ის თავს კარგად გრძნობს.
დაკავებულია ინციდენტთან კავშირში მყოფი ერთი პირი. „სიბიეს ნიუსის“ ცნობით, ეჭვმიტანილი შეიარაღებული იყო AK-47 ტიპის იარაღით.
1728900700
ოკეანეები ორჯერ უფრო სწრაფად თბება - Copernicusმსოფლიო ოკეანეების დათბობის ტემპი 2005 წლიდან გაორმაგდა. ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის, Copernicus-ის ანგარიშში წერია.ექსპერტები წერენ, რომ ოკეანე 1960-იანი წლებიდან სტაბილურად თბება, ხოლო, დაახლოებით, 20 წლის წინ დათბობის მაჩვენებელი გაორმაგდა.კერძოდ, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ოკეანის დათბობის სიჩქარე კვადრატულ მეტრზე 0,58 ვტ-დან 1,05 ვტ-მდე გაიზარდა. მიზეზი ის არის, რომ 1970 წლიდან ოკეანეებმა სითბური გაზების გამოყოფით გამოწვეული ჭარბი სითბოს 90%-ზე მეტი შთანთქა.Copernicus-ის ცნობით, ოკეანეების დათბობა ძლიერ და დამანგრეველ შტორმსა და ქარიშხალს იწვევს, ასევე, ოკეანეში საკვები ნივთიერებების ბალანსსა და ეკოსისტემას არღვევს.ცნობისთვის: Copernicus-ის შარშანდელი კვლევის თანახმად, 2023 წელს დედამიწის ტემპერატურა, საშუალოდ, 1,52 გრადუს-ცელსიუსით მეტი იყო პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, რასაც კლიმატოლოგები გლობალური დათბობის მნიშვნელოვან ზღურბლად მიიჩნევენ. გლობალური დათბობის შეჩერების ერთადერთი გზა სითბური გაზების ემისიების სწრაფი შემცირებაა.
1728900133
ბელარუსისა და ყაზახეთის აკრძალვით რუსეთმა ევროპული ვაშლის რეექსპორტის შესაძლებლობა დაკარგაბელარუსმა ვაშლის ექსპორტი აკრძალა, რის შედეგადაც ევროკავშირიდან რუსეთში ნახევრადლეგალური რეექსპორტი დაიბლოკა. ინფორმაციას EastFruit ავრცელებს.მანამდე, თითქმის, ანალოგიური გადაწყვეტილება ყაზახეთმა მიიღო, რომელმაც ქვეყანაში ვაშლის იმპორტი აკრძალა და ამით ევროპული ვაშლის ჩრდილოვან მიწოდებაზე რუსეთის წვდომა დაბლოკა.ბელარუსში ექსპორტის აკრძალვას, ვაშლის გარდა, ხახვი და კომბოსტოც ექვემდებარება. ექსპორტის ამ აკრძალვით რუსეთის ბაზარზე ევროკავშირის ქვეყნებიდან, კერძოდ, პოლონეთიდან ხელმისაწვდომ ფასად ვაშლის რეექსპორტის ბოლო კარი დაიხურა.„ეს ხდება რუსეთისთვის მეტად ცუდ დროს, როცა ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის ბრძოლა ინფლაციის წინააღმდეგ არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო ბოსტნეულსა და ხილზე ფასები კვლავ რეკორდს ხსნიან,” - წერს EastFruit.ექსპერტების შეფასებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების საბაჟო ერთობა ჩამოშლას განაგრძობს და რუსეთი მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის უნარს კარგავს.წელს რუსეთმა გაზაფხულის ყინვების გამო ვაშლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. რუსი მომხმარებლები ამ ხილს უკვე რეკორდული ფასებში ყიდულობენ, ხოლო ბელარუსისა და ყაზახეთის გავლით ჩრდილოვანი იმპორტის შესაძლებლობის დაბლოკვით ფასების ზრდა მხოლოდ დაჩქარდება.EastFruit-ის ცნობით, რუსეთისთვის ვაშლის უახლოეს მიმწოდებლებად ირანი, ჩინეთი და თურქეთი რჩებიან. თუმცა ირანიც და თურქეთიც დიდი ხანია, ვაშლის ექსპორტს ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში არჩევენ, სადაც პროდუქტს უფრო მაღალ ფასში ყიდიან.
1728819638
დანიაში ძილის შემსწავლელი კურსები გაიხსნადანიის ქალაქ ბრენერსლევში ძილის შემსწავლელი უფასო კურსები დაიწყო. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.კურსებზე ადამიანებს ასწავლიან, თუ როგორ იძინონ სწორად.კერძოდ, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ექსპერტები ამბობენ, რომ ცუდმა ძილმა შესაძლოა, მრავალი დაავადება გამოიწვიოს ან გააუარესოს. ეს არის გულის დაავადებები, დემენცია, სხვადასხვა ინფექციური პროცესი, კიბო და სიმსუქნე.ამასთან, ძილის ნაკლებობამ ადამიანებს შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, ფოკუსირება და ემოციების კონტროლი გაურთულოს.ძილის დარღვევის დანიური ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის, თითქმის, ნახევარს ცუდად სძინავს.ბრენერსლევის კურსებზე მონაწილეებს ძილის რეჟიმის გაუმჯობესების წესებს ასწავლიან. კერძოდ, მიზანშეწონილია, ადამიანი დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწვეს და ადგეს. დღისით არ უნდა დაიძინოს, ხოლო ღამით ოთახში ტემპერატურა +18-დან +21 გრადუსამდე უნდა შეინარჩუნოს და დაძინებამდე ერთი საათით ადრე რთულ გონებრივ მუშაობას თავი აარიდოს.თავიდან მხოლოდ ერთჯერადი კურსი იყო დაგეგმილი, თუმცა დიდი ინტერესის გამო გადაწყდა, რომ სწავლება რეგულარულად ჩატარებულიყო.
1728734648
როგორ ისჯება პირი გარემოს დაბინძურებისა და ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნისთვისსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ბერკეტებს შეიცავს. მეათე კარი აღწერს დანაშაულს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ.მოცემული პუნქტებით სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულია როგორც ჯარიმები, ისე თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებაც.მუხლი 287. სამუშაოს წარმოებისას გარემოს დაცვის წესის დარღვევა სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სამეცნიერო ან სხვა ობიექტის დაპროექტების, განლაგების, რეკონსტრუქციის, მშენებლობის, საექსპლუატაციოდ გადაცემის ან ექსპლუატაციის დროსგარემოს დაცვის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია რადიაციული ფონის არსებითი გაუარესება, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.მუხლი 295. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება1. მავნე ნივთიერების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ანდა გამწმენდი დანადგარის,ნაგებობის ან სხვა ობიექტის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.მუხლი 303. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხა1. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის პირველი ნაწილით, 642 მუხლის მე-3 ნაწილით, 66-ე მუხლის მე-2ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 1511 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ან ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,–ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.მოქალაქეებს გარემოსდაცვით ბერკეტებს სთავაზობს სისხლის სამართლის კოდექსიც. მეათე კარი აღწერს დანაშაულს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ.აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურებს აქვთ ვალდებულება, მიიღონ ინფორმაცია მოქალაქეებისგან სხვადასხვა პრობლემის შესახებ, მიუხედავად იმისა, შედის თუ არა მათ კომპეტენციაში აღნიშნული პრობლემის გამოსწორება.მოქალაქეების გზამკვლევი გარემოსდაცვით სამართალში ნაწილი II.3. საქართველოს ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ –ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, - ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
1728641462
Google-ს შესაძლოა, Chrome-ისა და Android-ის გაყიდვა მოსთხოვონაშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი Google-ის მფლობელ კომპანია Alphabet-ს, სავარაუდოდ, ბიზნესის ნაწილის, კერძოდ, ბრაუზერ Chrome-ისა და ოპერაციული სისტემა Android-ის გაყიდვას მოსთხოვს.ინფორმაციას Reuters ავრცელებს.აგვისტოში აშშ-ის სასამართლომ დაადგინა, რომ Google-მა, რომელიც ქვეყნის ინტერნეტ-ძიებების 90%-ს იკავებს, უკანონო მონოპოლიის შესაქმნელად და ნაგულისხმევი საძიებო სისტემის შესაქმნელად მილიარდობით დოლარი დახარჯა, რითაც ანტიმონოპოლიური კანონები დაარღვია.იუსტიციის დეპარტამენტი თვლის Chrome და Android ონლაინ-ძიებაზე მონოპოლიის შესანარჩუნებლად გამოიყენება.პროკურორების განცხადებით, შეთავაზებული ზომები მიზნად ისახავს, რომ Google-ის ყოფილი დომინირება მისი ხელოვნური ინტელექტის სწრაფად მზარდ ბიზნესშიც არ გამეორდეს.იუსტიციის დეპარტამენტს, ასევე, შეუძლია, სთხოვოს სასამართლოს, რომ Google-მა ახალ მოწყობილობებზე მისი საძიებო სისტემის დასაყენებლად ან ნაგულისხმევობისთვის თანხის გადახდა ვეღარ შეძლოს.თავად Google სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და თავის ბლოგში წერს, რომ იუსტიციის დეპარტამენტის წინადადებები რადიკალურია და საქმის სამართლებრივ ჩარჩოს სცილდება.იუსტიციის დეპარტამენტი უფრო დეტალურ წინადადებას სასამართლოში, სავარაუდოდ, 20 ნოემბრამდე წარადგენს, ხოლო 20 დეკემბრამდე Google-ს სიტუაციის გამოსასწორებლად საკუთარი ზომების შეთავაზების უფლება აქვს.bpn.ge