1746084729
პირველ კვარტალში საქართველომ 1,3 მლნ ლარის ავოკადო იყიდა

ავოკადოს იმპორტი 6%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1,333.98 ათასი დოლარის ღირებულების 512.90 ტონა ავოკადო იყიდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი 543.40 ტონა.
2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 54%-ი საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველომ ავოკადო სულ 4 ბაზრიდან იყიდა:
- ნიდერლანდები - 279.08 ტონა - 931.45 ათასი დოლარი;
- თურქეთი - 214.00 ტონა - 368.77 ათასი დოლარი;
- ლიბანი - 19.81 ტონა - 33.68 ათასი დოლარი;
- საფრანგეთი - 0.00 ტონა - 0.09 ათასი დოლარი.
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ ავოკადოს იმპორტის კუთხით რეკორდი დაამყარა, რადგანაც ქვეყანამ მთლიანობაში 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა, რაშიც ასევე სოლიდური თანხა 4,451.98 ათასი დოლარი გადაიხადა.
1746268444
საბჭოთა პლანეტათაშორისი კოსმოსური აპარატი რამდენიმე დღეში დედამიწაზე ჩამოვარდება - რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტებიუახლოეს დღეებში დედამიწაზე თითქმის ნახევარი ტონა წონის საბჭოთა პლანეტათაშორისი კოსმოსური აპარატი ჩამოვარდება. ეს არის Cosmos-482 სადგურის სადესანტო მოდული, რომელიც 1972 წელს ვენერაზე გაუშვეს, მაგრამ დედამიწის ორბიტაზე დარჩა. ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, როდის დაეცემა ის პლანეტის ზედაპირზე, თუმცა ეს დაახლოებით მაისის პირველ ნახევარში მოხდება. უფრო მეტიც, ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, არსებობს რისკი, რომ ის საცხოვრებელ უბნებს მოხვდეს.Cosmos-482 ბაიკონურის კოსმოდრომიდან 1972 წლის 31 მარტის დილით ადრე გაუშვეს. ის სხვა სადგურის სარეზერვო ასლი იყო და ორივე მათგანი Venera-8 პროგრამის ფარგლებში გაუშვეს. ორივე მოწყობილობა სრულიად იდენტური იყო აღჭურვილობისა და მახასიათებლების თვალსაზრისით. ოთხი დღით ადრე გაშვებული Cosmos-482 დანიშნულების ადგილამდე გაემგზავრა და პლანეტის შესწავლის პროგრამა სრულად დაასრულა, ხოლო მისმა სარეზერვო ასლმა ავარია განიცადა და დედამიწის ორბიტაზე დარჩა.ექსპერტების შეფასებით, Cosmos-284 უკონტროლოდ დაეცემა და, რაც განსაკუთრებით საშიშია, დიდი ალბათობით, სრულად არ დაიშლება და არც ატმოსფეროში დაიწვება, საქმე იმაშია, რომ სადესანტო მოდული ვენერას ზედაპირზე დასაშვებად იყო შექმნილი. ამ პლანეტას უფრო სქელი ატმოსფერო და უფრო მაღალი ტემპერატურა აქვს, ამიტომ სადგური შექმნილია უფრო მკაცრი დაშვების პირობების გასაძლებად.როგორც bbc-ის რუსულ რედაქციასთან საუბარში ექსპერტი გიორგი ტრიშკინი აცხადებს, ორბიტალურ პარამეტრებზე დაფუძნებული გამოთვლები მიუთითებს, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნის არეალი თითქმის მთლიანად ხმელეთზეა, უფრო ზუსტად, ეგვიპტის, სირიის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ამიტომ არსებობს რისკი, რომ ის საცხოვრებელ უბნებს მოხვდეს."თუ ვივარაუდებთ, რომ მოწყობილობა სრულად გადარჩება და მიწას 242 კმ/სთ გაანგარიშებული სიჩქარით დაეჯახება, მაშინ დარტყმის ენერგია დაახლოებით 1.1-1.2 მჯ იქნება, რაც შეიძლება რამდენიმე ასეული გრამი ტროტილის აფეთქების ეკვივალენტური იყოს", - აღნიშნა ტრიშკინმა.სხვადასხვა შეფასებით, Cosmos-482-ის დაცემა 8-დან 14 მაისამდე პერიოდში მოხდება.წყარო: mtavari.tv
1746262920
ქვეყნები, სადაც საქართველო კრევეტებს ყიდულობსსაქართველოში კრევეტების იმპორტი შემცირდა. საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 15.68 ათასი დოლარის ღირებულების 3.46 ტონა კრევეტები იყიდა, 2024 წლის პირველ კვარტალში კი 18.76 ტონა. შესაბამისად კრევეტების იმპორტი ქვეყანაში თითქმის 82%-ითაა შემცირებული.მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით საქართველომ კრევეტები სულ 3 ბაზრიდან იყიდა, თუმცა მისი იმპორტის 87% უკრაინაზე მოდის.ქვეყნები, სადაც საქართველო კრევეტებს ყიდულობს: უკრაინა - 3.00 ტონა, ბელარუსი - 0.31 ტონა, ბელგია - 0.15 ტონა. საგულისხმოა, რომ საქართველოში კრევეტების იმპორტმა მაქსიმუმს 2024 წელს მიაღწია. გასულ წელს საქართველომ 117.67 ტონა კრევეტები იყიდა, რაშიც 598.25 ათასი დოლარი გადაიხადა. 2025 წელს 2023 წელთან შედარებით კრევეტების იმპორტმა 19%-იანი ზრდა აჩვენა.
1746261120
სოხუმის აეროპორტის გახსნიდან სასტუმრო ჯავშნები უკვე 10%-ით გაიზარდა - რუსეთის ეკონომიკის სამინისტროსოხუმის აეროპორტის გახსნის შემდეგ აფხაზეთში სასტუმროების დაჯავშნის რაოდენობა 10%-ით გაიზარდა - ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რასაც „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.მისი თქმით, ზაფხულის სეზონზე აფხაზეთში 1.2 მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან და დღეის მონაცემებით, საზაფხულო ტურების ნახევარზე მეტი უკვე გაყიდულია.„სოხუმის აეროპორტის გახსნის შესახებ ახალი ამბების ფონზე სასტუმროების დაჯავშნის რაოდენობა 10%-ით გაიზარდა,“ - ამბობს ვოლვაჩი.ის დასძენს, რომ წლევანდელ ზაფხულს 300 ათასზე მეტი რუსი ტურისტი კომფორტულად და სწრაფად შეძლებს სოხუმში თვითმფრინავით ჩასვლას, ხოლო რუსეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ტურიზმის განვითარების ფართომასშტაბიანი სტრატეგიის ნაწილია.„რუსებისთვის აფხაზეთი კვლავ აბსოლუტური ლიდერია ყველაზე ხელმისაწვდომ უცხოურ საპლაჟო კურორტებს შორის,“ - აცხადებს ვოლვაჩი.ცნობისთვის: 1-ელ მაისს, თბილისის დროით 15:47 საათზე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero-ს 50-ადგილიანი Bombardier CRJ-200-ის თვითმფრინავი გამოფრინდა. ავიაკომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თვითმფრინავი, თითქმის, სრული დატვირთვით, ანუ ბორტზე 49 მგზავრით აფრინდა. თბილისის დროით, დაახლოებით, 19:20 საათზე თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში წარმატებით დაეშვა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.
1746259380
„ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილს ელის, მაგრამ ალისონი გუნდის დატოვებას არ აპირებს - გამოცემა „მირორი“გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში „ლივერპულს“ შეუერთდება, თუმცა გუნდის ამჟამინდელი მეკარე ალისონ ბეკერი კლუბის დატოვებას არ გეგმავს, — ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა „მირორი“ ავრცელებს.„მოსალოდნელია, რომ ალისონ ბეკერი ზაფხულში საუდის არაბეთიდან მიღებულ წინადადებებს უარყოფს, ხოლო „ლივერპულს“ ამ პერიოდში „ვალენსიიდან“ გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება.ინგლისის ჩემპიონის ხელმძღვანელობამ უკვე იცის, რომ მისი ახალი მეკარე გზაშია. მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში კარი მშრალად შვიდჯერ შეინახა. თუმცა, როგორც ჩანს, „წითლები“ ალისონ ბეკერის გაყიდვას ჯერჯერობით არ განიხილავენ, იმის მიუხედავად, რომ ქართველ მეკარეში მნიშვნელოვანი თანხა გადაიხადეს“, — წერს „მირორი“.ალისონ ბეკერის პერსონალური მწვრთნელი კლაუდიო ტაფარელიც ამტკიცებს, რომ ბრაზილიელი ზაფხულში „ლივერპულის“ დატოვებას არ აპირებს.„საუდის არაბეთიდან ძალიან მაღალი ანაზღაურებაა შემოთავაზებული, მაგრამ ალისონი ყოველთვის ამბობს, რომ კარიერის გაგრძელება „ლივერპულში“ სურს. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ამის დანახვა მნიშვნელოვან მატჩებში შეგიძლიათ“, — აცხადებს 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი.1tv.ge
1746183442
პირველ კვარტალში საქართველომ 1,3 მლნ ლარის ავოკადო იყიდაავოკადოს იმპორტი 6%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1,333.98 ათასი დოლარის ღირებულების 512.90 ტონა ავოკადო იყიდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი 543.40 ტონა.2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 54%-ი საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა.სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველომ ავოკადო სულ 4 ბაზრიდან იყიდა: ნიდერლანდები - 279.08 ტონა - 931.45 ათასი დოლარი; თურქეთი - 214.00 ტონა - 368.77 ათასი დოლარი; ლიბანი - 19.81 ტონა - 33.68 ათასი დოლარი; საფრანგეთი - 0.00 ტონა - 0.09 ათასი დოლარი. საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ ავოკადოს იმპორტის კუთხით რეკორდი დაამყარა, რადგანაც ქვეყანამ მთლიანობაში 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა, რაშიც ასევე სოლიდური თანხა 4,451.98 ათასი დოლარი გადაიხადა.