1781848696
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღე უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც მზეა, +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზეა, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზეს ელოდებიან. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც წვიმიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, +27 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები გორშიც, დღისით +31 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მზეა. დღისით +21 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში მზიანი დღეა. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზე იქნება, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მოსალდონელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.



