რომელია იშვიათი და უძვირფასესი კრიტიკული მინერალები და როგორ იბრძვიან ქვეყნები მათ მოსაპოვებლად

ძვირფასი თვლები

სამყარო სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული კრიტიკულ მინერალებზე. იშვიათ მინერალებს ეფუძნება ყველაფერი, სმარტფონებიდან დაწყებული - სამედიცინო მოწყობილობებით, ელექტრო ავტომობილების ბატარეებითა და მზის პანელებით დასრულებული.

ტექნოლოგიური ეპოქისთვის ასეთი წიაღისეულის მოპოვებაზე კონტროლის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მათ დომინანტი ტექნოლოგიური პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარება.

მსოფლიოს ეკონომიკური გიგანტის პოზიციისთვის კი დიდი ქვეყნები გამუდმებით იბრძვიან.

რა არის კრიტიკული მინერალები?

კრიტიკული მინერალები არის მეტალის არალითონური ელემენტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების, ეკონომიკებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

ამ აუცილებელი მინერალების გარეშე, თანამედროვე ცივილიზაციას გაუჭირდება ფუნქციონირება. თითქმის შეუძლებელი გახდება “მწვანე“, განახლებად ენერგიაზე გადასვლა.

დღევანდელ მსოფლიოში კრიტიკული მინერალები აძლიერებენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც უკვე შეუცვლელი გახდა. ისინი ასევე გამოიყენება ფოლადის, ცემენტის, მინის, ნახევარგამტარების, მაგნიტების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების (და სხვა სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების), ლაზერების, იარაღის (და სხვა თავდაცვის მასალების), კომერციული თვითმფრინავების, ბირთვული რეაქტორების, ლეპტოპების, სასუქების წარმოებაში.

ურო კონკრეტულად, იშვიათი ელემენტები ქარის ტურბინებში, მუდმივი მაგნიტების წარმოებისთვის გამოიყენება.

რამდენი კრიტიკული მინერალია მსოფლიოში?

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული უახლესი სია 50 მათგანს ასახელებს. ევროკავშირმა და იაპონიამ კრიტიკულად მნიშვნელოვნად მინერალად მხოლოდ 34 დაასახელა.

ავსტრალია და კანადა 31 კრიტიკულ მინერალს აიდენტიფიცირებენ, თუმცა მათი სია არ არის ზემოაღნიშნულთან იდენტური. ინდოეთის სიაში კი შედის 30 კრიტიკული მინერალი, ჩინეთის ჩამონათვალში - 24, ხოლო დიდი ბრიტანეთის ვერსია შედგება მხოლოდ 18-ისგან.

ენერგიისთვის საწარმოებლად განისაზღვრა შემდეგი კრიტიკული მინერალები: ალუმინი, კობალტი, სპილენძი, დისპროციუმი, ელექტრო ფოლადი, ფტორი, გალიუმი, ირიდიუმი, ლითიუმი, მაგნიუმი, ბუნებრივი გრაფიტი, ნეოდიმი, ნიკელი, პლატინა, პრასეოდიმი, სილიციუმი, სილიციუმის კარბიდი და ტერბიუმი.

თუმცა არსებობს 10 იშვიათი მინერალი, რომლებიც ყველა ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს “სიმდიდრედ“ აღიარა. ესენია: ალუმინი, ანტიმონი, კობალტი, სპილენძი, ფთორი, გრაფიტი, ლითიუმი, ნიკელი, იშვიათი მიწაელემენტები და ვოლფრამი.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) განაცხადა, რომ ამ 10 მინერალიდან ოთხი - ლითიუმი, კობალტი, სპილენძი და ნიკელი, აუცილებელია მწვანე ენერგიაზე გადასვლისთვის:

ლითიუმი

ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალი, ეს რბილი, ვერცხლისფერი ელემენტია, რომელსაც აქვს ყველაზე დაბალი სიმკვრივე ყველა ლითონთან შედარებით. ლითიუმი არის ბატარეებისთვის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც კვებავს ელექტრო მანქანას, სმარტფონებსა და ლეპტოპებს, სამედიცინო მოწყობილობებს, დრონებს და თანამგზავრებს.

ლითიუმი შერწყმულია ალუმინთან და მაგნიუმთან, რათა წარმოიქმნას შენადნობები, რომლებიც გამოიყენება თვითმფრინავებში და მაღალსიჩქარიან მატარებლებში.

2017-2022 წლებში, ლითიუმ-იონური ბატარეების მზარდ ბაზართან ერთად, მასზე მოთხოვნა სამჯერ გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2030 წელს, ლითიუმის კარბონატის ეკვივალენტზე (LCE) მოთხოვნა, რომელიც გამოიყენება ლითიუმის შემცველობის კლასიფიკაციისთვის, გადააჭარბებს 2,4 მილიონ ტონას.

კობალტი

კობალტი წვის დროს გამოყოფს ტოქსიკურ ორთქლს, რის გამოც მე-16 საუკუნის საქსონიის მაღაროელებმა ის მითიურ არსებასთან დააკავშირეს. მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც მას ძირითადად იყენებდნენ საღებავების, სამკაულების და ფერადი მინის დასამზადებლად, კობალტი ახლა ლითიუმ-იონური ბატარეების სასიცოცხლო კომპონენტია.

კობალტზე მოთხოვნა 70%-ით გაიზარდა 2017-2022 წლებში. 2030 წლისთვის ბატარეის მოთხოვნა კობალტზე სავარაუდოდ, 320 მილიონ მეტრულ ტონას მიაღწევს.

სპილენძი

სპილენძი ახლა მსოფლიოში მესამე ყველაზე მოხმარებადი ლითონია. მისი მოქნილობის, გამძლეობისა და გამტარი თვისებების წყალობით, ელემენტი ელექტრო მოწყობილობების აუცილებელი კომპონენტია. ეს ნიშნავს იმას, რომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მწვანე ენერგიის რევოლუციისთვის. მის გარეშე ელექტრო მანქანები, ქარის ტურბინები, მზის პანელები და სხვა განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები უბრალოდ არ იარსებებს.

ამერიკული მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმა McKinsey-ის თანახმად, ამ ლითონზე წლიური მოთხოვნა სავარაუდოდ, 2031 წლისთვის 36.6 მილიონ ტონას მიაღწევს. 2035 წლისთვის კი მოთხოვნა გაიზრდება და საჭირო იქნება 50 მილიონი ტონა.

ნიკელი

კოროზიისადმი მდგრადობის გამო, ნიკელი დიდი ხანია გამოიყენება ისეთი შენადნობების დასამზადებლად, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი.

ტექნოლოგიის დიდი ნაწილი, რომელიც მართავს ჩვენს თანამედროვე სამყაროს, შეიცავს ნიკელს. ლითონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ფართოდ გამოიყენება მწვანე ტექნოლოგიებში.

Global Industry Analysts-ის მიერ გამოქვეყნებული მოხსენება პროგნოზირებს, რომ ნიკელზე მოთხოვნა 2030 წლისთვის 3.5 მილიონ ტონას მიაღწევს.

რომელი ქვეყნები დომინირებენ კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვში?

მსოფლიოში კრიტიკული მინერალების გადამუშავებაში ამჟამად ჩინეთი ლიდერობს და არის მრავალი მნიშვნელოვანი ელემენტის წამყვანი მწარმოებელი. სახალხო რესპუბლიკის აბსოლუტური კონტროლი მინერალების გადამუშავებაზე, ქვეყანას კრიტიკული წიაღისეულის გლობალური მიწოდების ჯაჭვის კვანძად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მინერალების მოპოვებაში, გადამუშავების ეტაპი ძირითადად კონცენტრირებულია ჩინეთში.

სტრატეგიული მინერალების მიწოდების გლობალური ჯაჭვის დივერსიფიკაციისთვის რამდენიმე ქვეყანა და კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს.

მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა შიდა წარმოებისა და გადამმუშავებელი შესაძლებლობების გასავითარებლად ძალისხმევა გააძლიერა.

2023 წელს შეერთებულმა შტატებმა აამუშავა მინერალების გადამმუშავებელი სამი სტრატეგიული ობიექტი.

ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავსტრალია და კანადა, ასევე აძლიერებენ ძალისხმევას ლითიუმის, კობალტისა და იშვიათი ლითონების წარმოებაზე. ბრაზილიამ და მოზამბიკამ დაიწყეს გრაფიტის მარაგების განვითარება.

წყარო: evboosters.com