ჩაძირვისგან გადასარჩენად ვენეციას აამაღლებენ

ვენეცია

ვენეციის ჩაძირვისგან დროებით გადასარჩენად ინჟინრები ქალაქის ამაღლებას მარილიანი წყლის მიწისქვეშ ღრმა ჩატუმბვით გეგმავენ, რაც ვენეციას დროს ორი-სამი ათწლეულით გაუხანგრძლივებს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ეს არატრადიციული გადაწყვეტა ინჟინერ ენტერ ტეატინის ინიციატივაა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა იქნეს გამოყენებული ანალოგიური ტექნოლოგია, რასაც გაზის შესანახად ჩრდილოეთ იტალიაში იყენებენ. ზაფხულში, როცა გაზის მიწისქვეშა საცავები ივსება, მიწა ოდნავ მაღლა, ხოლო ზამთარში, დაცლისას დაბლა იწევს.

ამ შემთხვევაში ამოცანა წყლის ამოტუმბვა კი არა, არამედ, პირიქით, მისი უკან ჩატუმბვაა, რაც, ტეატინის ცნობით, ვენეციის გარშემო, 10-კილომეტრიანი სიღრმის, დაახლოებით, 12 ჭაბურღილის ბურღვას გულისხმობს. ამის გამო მიწის დონე თანდათან უნდა გაიზარდოს. მთავარია, თავიდან იქნეს აცილებული წყლის გარღვევა ზედაპირზე, რასაც ლაგუნის ქვეშ სქელი თიხის ფენა შეაკავებს.

მიწისქვეშა ბიძგების თავიდან ასაცილებლად ვენეციის აწევა 20-30 სმ-ით შემოიფარგლება. მეცნიერის გეგმის თანახმად, ქალაქი ერთგვარ წყლის რბილ ბალიშზე „იტივტივებს,“ ხოლო გარშემო მიწა სტაბილური დარჩება.

ცნობისთვის: ვენეცია ​​ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად იძირება: ბოლო 100 წლის განმავლობაში ქალაქი, თითქმის, 25 სმ-ით ჩაიძირა, ხოლო წინა ათასწლეულში რეგიონში ხმელთაშუა ზღვის დონემ კიდევ 30 სმ-ით აიწია.

bpn.ge