„ლაიმი დამყნობიდან მეორე წელს იძლევა ნიშანს - თბილისშიც ბევრი ნერგი მიაქვთ, აივნებზე 30-40-ლიტრიან ქოთნებში ახარებენ“ - ფერმერი

ლაიმი

სოფელ ლესაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, შერეული ტიპის სანერგე მეურნეობაა, სადაც სხვადასხვა სახეობის ნერგები გამოჰყავთ. მათ შორის არის კურკოვანი, დეკორატიული, ქარსაფარი ზოლის მცენარეები, ტექნიკური კულტურები... სანერგე 25 წელია არსებობს, თუმცა 2014 წელს შექმნეს რეგისტრირებული კოოპერატივი, სადაც რვა კაცი მუშაობს. ოთხი წლის წინ კი სანერგე ისეთი ციტრუსოვანი კულტურით დაინტერესდა, როგორიცაა ლაიმი. ის მსოფლიოში მეტად პოპულარული პროდუქტია და ბოლო დროს საქართველოშიც დაინტერესდნენ. ამ კულტურის შესახებ სანერგის ფერმერი, სწავლული აგრონომი გელა ზენაიშვილი გვესაუბრება

გელა ზენაიშვილი:

- ჩვენს სანერგეში მაღალი კლასის სპეციალისტები საქმიანობენ და ყველაფერს კვალიფიციურად უძღვებიან. უამრავი მცენარის ჯიში გამოგვყავს. რადგან გურია სუბტროპიკული ზონაა, ციტრუსის ნერგებზეც ვმუშაობთ. ლიმონისა და მანდარინის ჯიშებთან ერთად გამოგვყავს ლაიმიც. ამ მცენარის შესახებ ადრე ინფორმაცია არ მქონდა და შესაბამისად, მასზე მუშაობა არც გვიფიქრია.

ერთხელაც სტატისტიკა ვნახე და შევიტყვე, რომ საქართველოში უცხოეთიდან 800 ტონა ლიმონი და ლაიმი შემოდის. აქედან 350 ტონა ლაიმია. ამ კულტურამ დამაინტერესა და მასზე ცნობები მოვიძიე. აღმოჩნდა, რომ მართლაც გამორჩეული ციტრუსია. რატომღაც მის ნაყოფს ზოგიერთი ცაცხვს ეძახის. შემდეგ იუ-ენ-დი-პიმ გააკეთა ინოვაციური პროექტი, ჩავერთეთ და სათბური დაგვიფინანსეს.

- სათბური კარგი, მაგრამ მცენარის აგროტექნიკა, ბოტანიკა უკვე დეტალურად იცოდით?

- ყველაფერს გავეცანით და საფუძვლიანად შევისწავლეთ. სათბური კი იმიტომ გვჭირდება, რომ ყინვაგამძლეობის ქვედა ზღვარი მინუს 3,5-4 გრადუსია. ამან მიმახვედრა, რომ მის გამოსაყვანად სათბური დაგვჭირდებოდა, რათა ლაიმის ნერგი სათბურში უნდა გამოგვეზამთრებინა.

ასევე საჭირო იყო კვირტის მოძიება. გავესაუბრე ყველა ექსპერტს, ვისაც კი ამ კულტურაზე ხელი მიუწვდებოდა. მათთან გავიგე, რომ კომუნისტების დროს წვერმაღალაზე, 50-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაშენებული ჰქონდათ დღეისთვის ბევრისთვის უცხო ლაიმი. იქ მივაკითხე კაცს, რომელიც მაშინ იქ ბრიგადირად მუშაობდა, ამაში კი ციტრუსების ექსპერტი ნელი ხალვაში დამეხმარა. გააგრძელეთ კითხვა...