როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდი

30 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი.

მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზე იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

მზე ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც მზიანი დღეა. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზეა. დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც მზიანი ამინდი იქნება. დღისით +18 გრადუსი, ხოლო ღამით +8 გრადუსი იქნება.

ამბროლაურშიც მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ნალექს არ ელოდებიან ახალქალაქში. ტემპერატურა დღისით +13, ღამით კი +3 დაფიქსირდება.

ბორჯომში უნალექო დღეა, +18 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება წვიმა მზესთან ერთად.

გუდაურშიც მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, +8 ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღე იქნება გურჯაანში. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.