ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია და მთავარია, რომ ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ - ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1774505722
კვიჩა კვარაცხელია

მადლობას გადავუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მე უნდა ვყოფილიყავი. ვგრძნობ ამ დაფასებას და მიხარია, რა თქმა უნდა, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

კვარაცხელიამ განმარტა, რომ კაპიტნობა დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს და უნდა, რომ მაგალითი იყოს თითოეული ფეხბურთელისთვის.

„რაც მიხარია ის არის, რომ გასახდელში თითოეული პიროვნება ერთიანი ვართ და ერთი გუნდი ვართ. ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია და მთავარია, რომ ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.