AI-მ „შავ პარასკევს“ ონლაინ გაყიდვები აშშ-ში რეკორდულ $11.8 მლრდ-მდე გაზარდა - Reuters

მსოფლიო 1764658492
შავი პარასკევი

ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულმა შოპინგ-ინსტრუმენტებმა „შავი პარასკევის“ ონლაინ გაყიდვები აშშ-ში რეკორდულ მაჩვენებელზე, $11.8 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რაც გასულ წელთან შედარებით 9.1%-იანი ზრდაა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მომხმარებლები ხალხმრავალი მაღაზიების ნაცვლად, აქტიურად გადაერთნენ ონლაინ ვაჭრობაზე და ფასდაკლებების მოსაძებნად აქტიურად იყენებდნენ ჩათბოტებს.

„შავი პარასკევის“ ფარგლებში, ელექტრონული კომერცია 10.4%-ით გაიზარდა, ფიზიკური მაღაზიების გაყიდვები კი მხოლოდ 1.7%-ით.

Adobe Analytics-ის ცნობით, აშშ-ის საცალო ვაჭრობის საიტებზე ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული ტრაფიკი გასულ წელთან შედარებით 805%-ით გაიზარდა