აშშ-ის ადმინისტრაცია 43 ქვეყანასთან ვიზების გაცემის აკრძალვას ან/და შეზღუდვებს განიხილავს - მედია

მსოფლიო 1742207031
ტრამპი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ში შესვლა 11 ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალოს და ე.წ წითელ სიაში შეიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. Euronews-ის თანახმად, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ჯამში სამ სიას შექმნის, რაც 43 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას აუკრძალავს ან გაურთულებს.

წითელ სიაში მოხვედრილი ქვეყნებია:

  • ავღანეთი;
  • ბუტანი;
  • კუბა;
  • ირანი;
  • ლიბია;
  • ჩრდილოეთ კორეა;
  • სომალი;
  • სუდანი;
  • სირია;
  • ვენესუელა;
  • იემენი.

"წითელი სიის" გარდა ასევე შეიქმნება "ყვითელი და ნარინჯისფერი სიები". აქ მოხვედრილ ქვეყნებში შეიზღუდება აშშ-ის საიმიგრაციო, ტურისტული და სასწავლო ვიზების გაცემა. ამ კატეგორიაში მოხვდნენ: ბელორუსი; ერიტრეა; ჰაიტი; ლაოსი; მიანმარი; პაკისტანი; რუსეთი; სიერა-ლეონე; სამხრეთ სუდანი და თურქმენეთი.

"ყვითელ სიაში" მოხვედრილ ქვეყნებს განუსაზღვრელი ვადით დაუწესდებათ მოგზაურობაზე შეზღუდვა ან ვიზის მიღების პროცესში მძიმე შეზღუდვები იმოქმედებს. ამ სიაში მოხვდნენ: ანგოლა; ანტიგუა; ბარბუდა; ბენინი; ბურკინა-ფასო; ვანუატუ; კამბოჯა; დომინიკის რესპუბლიკა; კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა; ზიმბაბვე; კაპე ვერდე; კამბოჯა; კამერუნი; კონგო; ლიბერია; მავრიტანია; მალავი, მალი, სან-ტომე და პრინსიპი, გვინეა, სენტ-კიტსი და ნევისი და ჩადი. ამ დრომდე თეთრ სახლს ამ სიებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ჟურნალისტებმა მედიაში გავრცელებულ ცნობებზე ასევე ჰკითხეს პრეზიდენტს, რომელმაც ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.