1742283451
ტრამპმა დაადასტურა, რომ პუტინთან საუბარს სამშაბათს გეგმავს - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ პუტინთან საუბარი სამშაბათს ექნება.
ინფორმაციას reuters ავრცელებს.
„მე ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს სამშაბათს. უამრავი სამუშაო ჩატარდა შაბათ-კვირას. ჩვენ გვინდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ომის დასრულებას. შეიძლება ჩვენ შეგვიძლია, შეიძლება არ შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შანსი გვაქვს“, - ამბობს ტრამპი.
1742207031

1742296182
მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება - ავსტრალიაში ამოუცნობი ქაფის შედეგად 100-ზე მეტი სერფერი დაავადდაავსტრალიის სამხრეთით მდებარე პლაჟებზე, უცნაურად დიდი რაოდენობის ქაფის წარმოქმნამ, სერფერებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. The Guardian-ის ინფორმაციით, დაავადებულია 100-ზე მეტი სერფერი.მედიის ცნობით, სიმპტომებში შედის მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება.აღნიშნულია, რომ ქაფი, რომელიც წყლის ბინადრებზეც ნეგატიურად მოქმედებს, შესაძლოა მაღალი ტემპერატურის გამო მიკროწყალმცენარეების აყვავებისა და წყლის სტაგნაციის შედეგად წარმოქმნილიყო.„ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციით დაიხურა ვეიტპინგისა და პარსონსის პლაჟები, რომლებიც ადელაიდიდან სამხრეთით, დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს“, - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1742287930
„დახარჯულია 100 000 ლარი“ - რამდენჯერ დაზიანდა არაგვის ხიდი„არაგვის ხიდის სრული რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებულა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს.უწყების ცნობით, ხიდზე პირველად დაზიანება 2023 წელს გამოიკვეთა და მას შემდეგ 4-ჯერ შეკეთდა. აღნიშნულზე კი ჯამში 100 000 ლარია დახარჯული.„არაგვის ხიდის სრული რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებულა. ხიდს უტარდება მუდმივი მონიტორინგი და გამოვლენილი დაზიანებების შეკეთება ტარდება პერიოდული მოვლა-შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში.არაგვის ხიდის ფილა პირველად დაზიანდა 2023 წლის დეკემბერში და მსგავსი დაზიანებები 4-ჯერ გამოვლინდა 2024 წელს. დაზიანებული ადგილების შეკეთებას სულ, მოხმარდა 100 ათასი ლარი.გამომდინარე იქიდან, რომ არაგვის ხიდი აშენებულია 70-იან წლებში, სრული რეაბილიტაცია ითხოვს მასზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სრულ ან/და ნაწილობრივ აკრძალვას და ბოლო პერიოდში გახშირდა ხიდის ფილის დაზიანების შემთხვევები, 2024 წელს მომზადდა ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი.ახალი ხიდი აშენდება არსებული ხიდის პარალელურად და მისი ღირებულება დაზუსტდება საბოლოო დოკუმენტაციის შესაბამისად“, - განუცხადეს bpn.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.შეგახსენებთ, რომ ხიდის შეკეთებამ საცობების კუთხით პრობლემები წელსაც შექმნა. აღნიშნულის გამო დასავლეთიდან მომავალ ავტომობილებს რამდენიმე საათიან საცობში უწევთ დგომა.
1742285827
„ევროკავშირის ბაზარზე არსებული თაფლის 80% ფალსიფიცირებული იყო, ახლა უკვე აანონსებენ თაფლის კვლევას ახალი მეთოდებით“„ევროკავშირი აანონსებს თაფლის კვლევას ახალი მეთოდებით, დაველოდებით როგორ განვითარდება პროცესები და ევროკავშირის ბაზართანაც ვიმუშავებთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ განუცხადა.მისი თქმით, საქართველოს წინა წლებში ქართული ნატურალური თაფლი ბულგარეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, იტალიისა და EU-ის სხვა წევრ სახელმწიფოებში გაჰქონდათ და აღნიშნულ ბაზრებს ქართველი ექსპორტიორები კვლავ დაუკავშირდებიან.„გამუდმებით ისმებოდა შეკითხვა იმის შესახებ, თუ რატომ გავიდა ევროკავშირში ძალიან ცოტა რაოდენობის თაფლი. ეს გამოწვეული იყო ერთი იმით, რომ აკაციის ყვავილის ნაკლებობა გვქონდა, ხოლო მეორე - ევროკავშირს ჰქონდა დაბალი ფასები. ამასთანავე, ევროკავშირში თაფლის ანალიზები გაკეთდა. აღმოჩნდა რომ ბაზარზე არსებული თაფლის 80% ფალსიფიცირებული იყო. შემდეგ დაისვა კითხვა, როგორ მოხდა ეს თაფლი ევროკავშირში, ლაბორატორიამ რატომ ვერ აღმოაჩინა დარღვევა და ახლა უკვე აანონსებენ თაფლის კვლევას ახალი მეთოდებით. ჩვენ დაველოდებით როგორ განვითარდება პროცესები წელს და რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბაზართანაც ვიმუშავებთ. აქამდე ევროკავშირის შემდეგ ქვეყნებში გაგვქონდა თაფლი - ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, ნორვეგია და ისევ დავუკავშირდებით ამ ბაზრებს“, - განაცხადა ალეკო პაპავამ.ცნობისთვის, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ნატურალური თაფლის ექსპორტი 70%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს ექსპორტზე გავიდა 32.5 ტონა თაფლი (260 ათასი დოლარის), ხოლო 2023 წელს 747 ათასი დოლარის 109 ტონა.2024 წელს ევროკავშირში (მხოლოდ ლატვიაში გავიდა) 1.12 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, ჯამურად მიღებულმა შემოსავლებმა კი 6 510 აშშ დოლარი შეადგინა.ამასთანავე, გასულ წელს თაფლის ექსპორტი ძირითადად შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: აზერბაიჯანი - 63.2 ათასი დოლარის 16 ტონა; არაბთა გაერთიანებული საამიროები - 99.9 ათასი დოლარის 7 ტონა; აშშ - 38 ათასი დოლარის 3.6 ტონა; ერაყი - 21.8 ათასი დოლარის 2.99 ტონა; ლატვია - 6.5 ათასი დოლარის 1.12 ტონა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვარში ქართული ნატურალური თაფლი ექსპორტზე არ გასულა.
1742283940
სომხეთს საქართველოდან გაზის მიწოდება შეუწყდასომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების გამო დროებით შეუწყდა.ინფორმაციას „გაზპრომ-სომხეთის“ პრესსამსახური ავრცელებს.განცხადებაში, კერძოდ, წერია, რომ “18 მარტს, 09:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს ტერიტორიაზე “ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის” სატრანზიტო გაზსადენ ყაზახ-საგურამოს მონაკვეთზე (DN 1000) ავარიული აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება.“აღნიშნულ პერიოდში სომხეთში უწყვეტი გაზმომარაგება ბუნებრივი აირის შიდა მარაგიდან და ირანიდან დამატებითი მოცულობებით მოხდება.აღსანიშნავია, რომ რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტი ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით ხორციელდება. NSGP-ს საქართველოს მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 234 კმ-ს და მისი საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 12 მილიარდი კუბური მეტრია.
1742274900
დღეს, გლდანის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათბილისში, გლდანის რაიონის მოსახლეობის ნაწილს, დღეს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დუმბაძის გამზირის, ალეკო გობრონიძის, წმინდა ნინოს, დუმბაძის და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.