1788502530
აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს
მერილენდის შტატის ფედერალურმა რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, შეაჩეროს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ CBS News-ი წერს.
2 სექტემბერს, აშშ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დებორა ბორდმანმა დროებით დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, მიეღო ახალი კანონი. მოსამართლემ განაცხადა, რომ მოსარჩელეები შეძლებენ დაამტკიცონ, რომ კანონი არღვევს ადამიანთა უფლებებს აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებით, რომელიც შეერთებულ შტატებში დაბადებული ყველა პირისთვის მოქალაქეობის მიღებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და საქმე განხილვის პროცესშია.
ცნობისთვის, 2025 წლის იანვარში, თანამდებობის დაკავების შემდეგ, ტრამპი არაერთგზის ცდილობდა, აღნიშნული კანონის ცვლილებას. მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ ივნისში უარყო მისი პირველი მცდელობა დაბადების უფლების მქონე მოქალაქეობის გაუქმების შესახებ, ტრამპმა აგვისტოში ხელი მოაწერა კიდევ ერთ, უფრო შემზღუდავ ბრძანებას, რომლითაც აშშ-ის მოქალაქეობა არ უნდა მიენიჭებინათ „მტრულად განწყობილ უცხოელთა“, უცხო ქვეყნების მთავრობების თანამშრომლებისა და ე.წ. „სამშობიარო ტურიზმში“ ეჭვმიტანილი პირების შვილებისთვის.



