ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

მსოფლიო 1773901512
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება.

"ინტერპრესნიუსს" ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Ipn.ge