მალდივები ტურისტებისთვის გადასახადებს გაზრდის

მსოფლიო 1732347134
მალდივები

მალდივის კუნძულების მთავრობამ გადაწყვიტა ბიუჯეტის შესავსებად ტურისტებისთვის გადასახადები გაზარდოს   – ინფორმაციას,ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათ შორისაა „მწვანე“ გადასახადი, ტურისტული გადასახადი, აეროპორტის მომსახურების გადასახადი და ტურისტული საქონლისა და მომსახურების გადასახადი - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

2025 წლის 1-ელი იანვრიდან გაორმაგდება მწვანე გადასახადი, რომელიც თითოეულ ტურისტს ეკისრება სასტუმროში ან სხვა განსახლების ობიექტში დღიური ყოფნის პერიოდში. გადასახადი იქნება $3-დან $6-მდე დღეში ტურისტებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ სასტუმრო სახლებში და 50-ზე ნაკლები ნომრის მქონე სასტუმროებში და $6-დან $12-მდე დღეში დიდ კურორტებზე მყოფი ტურისტებისთვის.

2024 წლის 1-ელი დეკემბრიდან ქვეყანაში შესვლის საფასური და აეროპორტის განვითარების საფასური იზრდება. ასე რომ, ეკონომკლასის მგზავრებისთვის ისინი 30-ის ნაცვლად 50 დოლარი იქნება, ანუ სულ 100 დოლარი. ბიზნესკლასის მგზავრებისთვის - 120$ წინა 60-ის ნაცვლად, ჯამში 240$. პირველ კლასზე - 240$ 90-ის ნაცვლად (სულ 480$). ბიზნესჯეტების მგზავრებს კი თითქმის 1000 დოლარის გადახდა მოუწევთ – მათთვის ყოველი გადასახადი 120 დოლარიდან 480 დოლარამდე გაიზრდება.

არქიპელაგის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ საზღვარგარეთ, გადასახადი დარჩება $12, თუ მოგზაურობენ ეკონომ კლასში, მაგრამ ბიზნესის, პირველი კლასის და კერძო თვითმფრინავის მგზავრებისთვის, გადასახადი გაიზრდება იმავე ტემპით, როგორც უცხოელებისთვის.

ტურისტულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე გადასახადი 2025 წლის 1-ელი ივლისიდან 16-დან 17%-მდე გაიზრდება.

ელოდებიან, რომ ტურისტული გადასახადების ზრდა ხაზინას 175 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს მოუტანს. მალდივის ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაცია (MATI) ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო.

interfax