მოსკოვის მერის განცხადებით, დედაქალაქში დრონი შენობას მოხვდა

მსოფლიო 1777873996
მოსკოვი

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის დასავლეთ ნაწილში, მოსფილმოვსკაიას ქუჩის მახლობლად დრონი შენობას მოხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მერის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

თვითმხილველებმა მედიასთან განაცხადეს, რომ გრუხუნის ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მივიდნენ.

IPN