1773215760
მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია - როგორია საქართველოს მონაცემები
საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის საშუალო ყოველთვიური ხელფასების სიდიდით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის 76-ე ადგილს იკავებს.
Numbeo-ს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი გადასახადების შემდეგ 543 დოლარს შეადგენს. საქართველოზე დაბალი ხელფასი სამეზობლოში მხოლოდ აზერბაიჯანშია.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საშუალო თვიური ხელფასი გადასახადების შემდეგ ასე გამოიყურება:
- თურქეთი - 1 079 დოლარი (49-ე ადგილი);
- რუსეთი - 820 დოლარი (58-ე ადგილი);
- სომხეთი - 641 დოლარი (68-ე ადგილი);
- საქართველო - 543 დოლარი (76-ე ადგილი);
- აზერბაიჯანი - 454 დოლარი (83-ე ადგილი).
ამასთანავე, Numbeo-ს მონაცემებით, შესწავლილ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი შვეიცარიაშია და 7 642 დოლარს შეადგენს.
რეიტინგში 10 ლიდერი ქვეყანა ასე გამოიყურება:
- შვეიცარია - 7 642 დოლარი;
- ლუქსემბურგი - 5 507 დოლარი;
- აშშ - 4 321 დოლარი;
- დანია - 4 258 დოლარი;
- სინგაპური - 4 254 დოლარი;
- ნორვეგია - 4 021 დოლარი;
- ავსტრალია - 3 956 დოლარი;
- ნიდერლანდები - 3 941 დოლარი;
- კატარი - 3 753 დოლარი;
- ისრაელი - 3 692 დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 101 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კუბაშია და თვეში 35 დოლარს შეადგენს. რეიტინგის ბოლო პოზიციები კი შემდეგმა ათმა ქვეყანამ დაიკავა:
- კუბა - 35 დოლარი;
- ნიგერია - 114 დოლარი;
- ეგვიპტე - 134 დოლარი;
- პაკისტანი - 186 დოლარი;
- ნეპალი - 201 დოლარი;
- ვენესუელა - 220 დოლარი;
- შრი ლანკა - 220 დოლარი;
- ბანგლადეში - 235 დოლარი;
- ირანი - 250 დოლარი;
- ინდონეზია - 276 დოლარი.



