მსოფლიოს რომელ აეროპორტებშია გახსნილი საუკეთესო რესტორნები - Bloomberg-ის რეიტინგი

მსოფლიო 1740808560
Duddell's

Bloomberg-მა მსოფლიო აეროპორტების რვა საუკეთესო რესტორნის სია გამოაქვეყნა. საუკეთესო ობიექტებს შორის სიაში ჰონკონგის, ტოკიოს, მადრიდის, ლონდონის, ატლანტას, ოსტინის, სან-ფრანცისკოსა და მეხიკოს აეროპორტების რესტორნები მოხვდა.

  • Duddell's - ჰონკონგის საერთაშორისო აეროპორტის რესტორანი, რომელიც პირველ ტერმინალში მდებარეობს და Michelin-ვარსკვლავიანი რესტორანია.
  • Yakiniku Champion - ტოკიოში, ხანედას საერთაშორისო აეროპორტის მე-3 ტერმინალში გახსნილი რესტორანი სტუმრებს ღია ცეცხლზე დამზადებულ კერძებს სთავაზობს
  • Hungry Club - მადრიდი, ბარახასის აეროპორტი. რესტორანი ტრადიციული ესპანური კერძებისადმი ინოვაციური მიდგომით გამოირჩევა
  • Le Cafe Cyril Lignac - ლონდონის ჰითროუს აეროპორტის მე-2 ტერმინალში, ჰოლდინგ LVMH-ის კუთვნილ Louis Vuitton-ის მაღაზიასთან მდებარეობს. კაფე ფრანგ შეფმზარეულ სირილ ლინაკთან თანამშრომლობით გაიხსნა.
  • One Flew South - ატლანტას ჰარტსფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტი. რესტორნის შეფმზარეული ტოდ რიჩარდსია და ხისჭერიანი სასადილო ოთახით გამოირჩევა. მგზავრებს, რომლებიც დილით ადრე მიემგზავრებიან, რესტორანი ორიგინალურ კოქტეილ Cold-brew-laced red-eye martini-ს სთავაზობს, რომელიც, არსებითად, ცივი ყავაა კლასიკური მარტინის დამატებით.
  • Salt Lick BBQ - ოსტინ-ბერგსტრომის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ტეხასის შტატის ქალქ ოსტინის ახლოს მდებარეობს. რესტორანი ამ აეროპორტის მე-20-ე და 21-ე გასასვლელებს შორის არის გახსნილი. ის 50 წელზე მეტი ხნის წინ გაიხსნა და მუხისა და კაკლის ხეზე ხორცის შაშხვის უნიკალური მეთოდით არის ცნობილი.
  • Bun Mee - სან-ფრანცისკოს აეროპორტში გახსნილი ვიეტნამური რესტორანი, სადაც მგზავრებს, მათ შორის, კლასიკურ სენდვიჩ banh mi-ით უმასპინძლდებიან.
  • Iwashi Sushi - მექსიკა, ბენიტო ხუარესის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. ეს სუში-ბარი იაპონური სამზარეულოს მოყვარულთათვის მიგნებაა. შეფმზარეული ედო კობაიაშია, რომელიც თავის კერძებს პირდაპირ იაპონიიდან მიწოდებული ზღვის პროდუქტებით ამზადებს.

რეიტინგი Bloomberg-ის რედაქტორებმა შეადგინეს, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ.