პორტუგალიის ბუსაკო მსოფლიოში მეოთხე თერაპიული ტყე გახდა

მსოფლიო 1786765080
ბუსაკო

ბუსაკოს ტყემ პორტუგალიაში თერაპიული ტყის სერტიფიკატი და სტატუსი მოიპოვა.

ამრიგად, იგი მსოფლიოში ოთხი ასეთი ბუნებრივი ტერიტორიიდან ერთ-ერთი, პორტუგალიაში კი პირველი გახდა.

როგორც Euronews-ი წერს, აღნიშნული სტატუსი ტყეს შესაფერისი მარშრუტებისა და სპეციალისტების ხელმძღვანელობით ჯანმრთელობის პროგრამებისთვის ენიჭება.

ამრიგად, ბუსაკო მსოფლიოში მეოთხე სერტიფიცირებული თერაპიული ტყე გახდა. ეს არის განსაკუთრებული ბუნებრივი ტერიტორიები, სადაც გაწვრთნილი სპეციალისტები ატარებენ ტყის თერაპიის პროგრამებს, რომლებიც ავსებენ ტრადიციულ სამკურნალო და რეაბილიტაციის მეთოდებს. ეს ოფიციალური სტატუსი ადასტურებს, რომ ტყე აკმაყოფილებს ასეთი სამუშაოებისთვის საერთაშორისო მოთხოვნებს.

Healing Forest International Certification Office-ის მონაცემებით, ბოლო წლებში ჩატარდა მრავალი სამეცნიერო კვლევა. მათ აჩვენეს, რომ ასეთ ტყეებში დროის გატარება ამცირებს სტრესსა და შფოთვას, ხელს უწყობს არტერიული წნევის და ძილის ნორმალიზებას, დადებითად მოქმედებს კოგნიტურ შესაძლებლობებზე და ხელს უწყობს იმუნურ სისტემას.

ბუსაკუ ცნობილია დაახლოებით 250 სახეობის ხისა და ბუჩქის უნიკალური კოლექციით, რომელიც პირველად კარმელიტმა ბერებმა რამდენიმე საუკუნის წინ შეაგროვეს.

ცნობისთვის, პორტუგალიის გარდა მსგავსი სტატუსის მქონე ტყეები ავსტრიასა და გერმანიაში (ლანშტაინსა და ბად ნაუჰაიმში) მდებარეობს.