რატომ არის გრენლანდია ღირებული და რა “საგანძური“ იმალება ყინულოვან კუნძულზე

მსოფლიო 1769949913
გრენლადია

მსოფლიოს უდიდესი კუნძული გრენლანდია შესაძლოა, უფრო ძვირფასი იყოს, ვიდრე Tesla და Amazon ერთად.

ყინულის დნობასთან ერთად ამ რეგიონში იხსნება იშვიათი მიწის ელემენტები, ენერგორესურსები და ახალი საზღვაო მარშრუტები. მისი სტრატეგიული მდებარეობა დანიის ავტონომიაში მყოფ ტერიტორიას გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან ადგილად აქცევს.

გრენლანდია დღეს: შორეული და მოუვლელი

გრენლანდიაში მხოლოდ 57 000 ადამიანი ცხოვრობს. ეკონომიკა მცირეა - მთლიანი შიდა პროდუქტი 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ბელიზის ან ბურუნდის მაჩვენებელს უტოლდება.

ეკონომიკა ძირითადად თევზჭერაზე, კრევეტების ექსპორტსა და დანიის სუბსიდიებზეა დამოკიდებული. კუნძულის დიდი ნაწილი კვლავ ყინულითაა დაფარული. დღეს ეს შორეული კუნძული შეიძლება მიუწვდომელ ადგილად მოგეჩვენოთ, თუმცა მისი პოტენციალი უზარმაზარია.

გლობალური დათბობა ხსნის რესურსებს

არქტიკა პლანეტის სხვა რეგიონებზე სწრაფად თბება. გრენლანდიის ყინულის საფარი სწრაფად იკლებს, პირველად იქ იხსნება იშვიათი მიწიერი ელემენტები, სპილენძი, ნიკელი, ურანი, ნავთობი და ბუნებრივი აირი.

ყინულის დნობა ასევე ახალ საზღვაო გზებს აღადგენს, რაც ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის სავაჭრო გადაზიდვებს მნიშვნელოვნად აჩქარებს.

დიდი სახელმწიფოების ინტერესი

ჩინეთი და რუსეთი უკვე აქტიურად ინტერესდებიან კუნძულით. პეკინი არქტიკულ გადაზიდვებსა და სამთო პროექტებში ინვესტიციებს ახორციელებს, მოსკოვი კი კუნძულზე სამხედრო და კომერციულ ინტერესებს ზრდის.

აშშ-ს უკვე აქვს სამხედრო ბაზა გრენლანდიაზე. ხოლო კუნძულის კონტროლი სტრატეგიულ უპირატესობას უზრუნველყოფს და რესურსებზე წვდომას იძლევა.

ისტორიული შეთავაზებები აშშ-ის მხრიდან

1946 წელს აშშ-მ დანიას გრენლანდიის სანაცვლოდ 100 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო შესთავაზა. დღევანდელი ღირებულებით ეს დაახლოებით 1.7 მილიარდ დოლარია. თუმცა, მაშინ გარიგება არ შედგა.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს, მის ინტერესებს შორის გრენლანდიის დასაკუთრება გამოიკვეთა. სამხედრო ინტერვენციის გარდა, ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს თითოეული ადგილობრივი მცხოვრებისთვის 100 000 დოლარის (ზოგი ვერსიით 1 მლნ) გადახდას, მხარდაჭერის სანაცვლოდ.

საერთო ჯამში ეს დაახლოებით 5.7 მილიარდი დოლარია - ბევრად ნაკლები, ვიდრე გრენლანდიის რეალური სიმდიდრე.

ბუნებრივი სიმდიდრე

გრენლანდია მდიდარია მინერალებით და ენერგორესურსებით. ცნობილი რესურსებია იშვიათი მიწიერი ელემენტები, სპილენძი, ნიკელი, ურანი, ნავთობი და ბუნებრივი აირი.

ჯამურად მათი ღირებულება 4.4 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, ნავთობისა და ბუნებრივი აირის გარეშე კი მაინც 2.7 ტრილიონ დოლარს აღწევს.

ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ნაწილი მხოლოდ მცირეა, მაგრამ უკვე მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.

სტრატეგიული მნიშვნელობა

გრენლანდიის მდებარეობა მას არქტიკის მთავარ სატრანსპორტო და სამხედრო ჰაბად აქცევს.

ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ სტრატეგიულ მდებარეობას შესაძლოა, 2.8 ტრილიონ დოლარამდე ღირებულება ჰქონდეს.

წყარო: lovemoney.com