რომელია ევროპის საუკეთესო პიცერიები - 2026 წლის რეიტინგი

მსოფლიო 1783755720
პიცა

გზამკვლევმა, 50 Top Pizza-მ თავის მეათე გამოცემაში ევროპის საუკეთესო პიცერიების 2026 წლის რეიტინგი შეადგინა, რაც მის ვებგვერდზე ვრცელდება.

რეიტინგის სია 50-დან 60 პიცერიამდე პირველად გაფართოვდა.

ზედიზედ მესამე წელია, პირველი ადგილი ლონდონურმა პიცერია Napoli on the Road-მა დაიკავა, რომელსაც მიქელე პასკუარელი მართავს. დაწესებულებამ ფუნქციონირება 2016 წელს, სატვირთო ავტომობილში გახსნით დაიწყო, ხოლო პირველი ფიზიკური რესტორანი 2019 წელს ჩიზვიკის რაიონში გაიხსნა. შემდეგი ფილიალი რიჩმონდში, წელს კი სოჰოში მესამე ლოკაცია გაიხსნა.

მეორე ადგილზე მადრიდის პიცერია, Baldoría დასახელდა, რომელიც ესპანეთში ზედიზედ მეორე წელია, საუკეთესო პიცერიად არის შეფასებული. მმართველი ჩირო კრიშტიანოა. პიცერიაში ცომს 48 საათი აჩერებენ, ხოლო ინტერიერი ნეაპოლიტანური კუნძულ პროჩიდათი შთაგონებული სტილით არის გაფორმებული.

რეიტინგში მესამე ადგილი საფრანგეთის ქალაქ პიუტოში მდებარე პიცერია IMperfetto-ს ერგო, რომელიც 2019 წელს ტონინო კოლიანომ და სიმონე ლომბარდიმ დააარსეს. ირპინიას მკვიდრმა, კოლიანომ ჯერ კიდევ 2015 წელს ლას-ვეგასში ნეაპოლიტანური პიცის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. წელს პიცერიამ ჯილდო საუკეთესო დესერტების მენიუსთვისაც მიიღო.

ევროპის 2026 წლის საუკეთესო პიცერიების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • Napoli on the Road - ლონდონი, ინგლისი
  • Baldoria - მადრიდი, ესპანეთი
  • IMperfetto - პიუტო, საფრანგეთი
  • 50 Kalò - ლონდონი, ინგლისი
  • Sartoria Panatieri - ბარსელონა, ესპანეთი
  • Pizza Zulu - ფიურთი, გერმანია
  • nNea - ამსტერდამი, ნიდერლანდები
  • Sapori Italiani U Taliana - ბრატისლავა, სლოვაკეთი
  • Forno d’Oro - ლისაბონი, პორტუგალია
  • Via Toledo - ვენა, ავსტრია

პიცის საუკეთესო ოსტატის ტიტული წელს გერმანიის ფიურთში მდებარე Pizza Zulu-ს მცხობელ გასპარე სკვიეტიერის ერგო, ხოლო წლის საუკეთესო პიცად კოპენჰაგენის Surt-ის “მარინარა”დასახელდა.

საუკეთესო 20-ეულის პიცერიები ავტომატურად მოხვდებიან მსოფლიოს 100 საუკეთესო პიცერიის რეიტინგში, რომელიც 15 სექტემბერს ნეაპოლში, ისტორიულ Teatro Mercadante-ში გამოცხადდება.