რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან - კიდევ რას ითვალისწინებს შეთანხმება

მსოფლიო 1718864713
რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა

ვლადიმერ პუტინი ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეას ეწვია და კიმ ჩენ ინთან ახალი პარტნიორობის პირობების შესახებ გამოაცხადა - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აღნიშნული ვიზიტი იყო პირველი შემთხვევა 24 წლის განმავლობაში, როდესაც ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეას ესტუმრა. ათასობით ჩრდილო კორეელი მას ოვაციებითა და რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დროშების ფრიალით შეეგება.

ვიზიტის დროს პუტინმა და კიმმა ხელი მოაწერეს ახალ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას. ამ შეთანხმებამ უნდა ჩაანაცვლოს ძველი(1961, 2000 და 2001 წლების) გარიგებები. 

გავრცელებული ცნობით, ახალი შეთანხმება მოიცავს პირობას, რომ ისინი დაეხმარებიან ერთმანეთს, თუ რომელიმე ქვეყანას თავს დაესხმებიან. პუტინის თქმით, პარტნიორობა ითვალისწინებს ბევრ სფეროს, როგორიცაა პოლიტიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები, კულტურა და უსაფრთხოება.

პუტინმა შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც გააკრიტიკა და მათ ჩრდილოეთ კორეის მიმართ „მტრულად განწყობილი“ უწოდა.

ვიზიტი და ახალი გარიგება ბევრ კითხვას ბადებს. ხალხს აინტერესებს, რუსეთის ბირთვული დაცვა ახლა მოიცავს თუ არა ჩრდილოეთ კორეას და გამართავს თუ არა ეს ორი ქვეყანა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს.

მრავალმა მთავრობამ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ომისთვის რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა, რასაც ორივე ქვეყანა უარყოფს. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამ პრეტენზიების დასადასტურებლად.

ვიზიტის დროს პუტინმა კიმს საჩუქრად Aurus-ის მანქანა და ჩაის ნაკრები გადასცა , თუმცა უცნობია რა საჩუქრები მიიღო პუტინმა თავად კიმისგან.

ეს ვიზიტი პრაქტიკულად გამოძახილია კიმის შარშანდელი რუსეთში ვიზიტსა, სადაც ორივე ლიდერმა, როგორც ჩანს, მათ ურთიერთობებში ახალი თავი დაიწყეს.

შეგახსნებეთ, რომ სექტემბრიდან რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან საბრძოლო მასალის 10000-ზე მეტი კონტეინერი მიიღო. რუსულმა ძალებმა ასევე უკრაინასსთან საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეის წარმოების მინიმუმ 10 რაკეტა გამოიყენეს.