ტრამპი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირანის რევოლუციური გვარდიის ყველა წევრს, სამხედროებსა და პოლიციას - დაყარეთ იარაღი

მსოფლიო 1772776980
ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა ირანის სამხედრო ძალებს ჩაბარებისკენ, ხოლო ირანელ ხალხს - აჯანყებისა და იმ თეოკრატიული მთავრობის დამხობისკენ, რომელიც ქვეყანას 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მართავს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირანის რევოლუციური გვარდიის ყველა წევრს, სამხედროებსა და პოლიციას - დაყარეთ იარაღი. ახლა დროა, მხარში ამოუდგეთ ირანელ ხალხს და დაიბრუნოთ თქვენი ქვეყანა. ამდენი წლის შემდეგ თქვენ გეძლევათ შანსი, დაიბრუნოთ თქვენი სამშობლო. მიიღეთ იმუნიტეტი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ჩვენ მოგცემთ იმუნიტეტს. ჩვენ დაგაყენებთ ისტორიის სწორ მხარეს, რადგან ეს სწორედ ასეა. თქვენ იქნებით სრულიად უსაფრთხოდ, სრული იმუნიტეტით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - აბსოლუტურად გარანტირებული სიკვდილი გელით. მე კი ამის ნახვა არ მსურს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ირანელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში, მოითხოვონ თავშესაფარი და დაგვეხმარონ ახალი და უკეთესი ირანის ჩამოყალიბებაში, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. ეს დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ირანს გაცილებით უკეთესი მომავალი ელის. ეს ახლა იწყება. ვფიქრობ, ეს იქნება შესანიშნავი მომავალი“, - დასძინა მან.