ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ მადლიერების დღის ცერემონიაზე ორი ინდაური, “თავისუფლება“ და “ბუმბული“, შეიწყალა

მსოფლიო • 1795590037
ინდაური

ტრამპმა თეთრ სახ­ლში გა­მარ­თულ მად­ლი­ე­რე­ბის დღის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ორი ინ­და­უ­რი, “თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ და “ბუმ­ბუ­ლი“, შე­ი­წყა­ლა.

Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა საპ­რე­ზი­დენ­ტო შე­წყა­ლე­ბა “უკი­დუ­რეს ძა­ლა­უფ­ლე­ბად“ მო­იხ­სე­ნია. ტრამპმა შე­ი­წყა­ლა “თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ და “ბუმ­ბუ­ლი“ - 4 თვის ინ­და­უ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თეთ­რი სახ­ლის ყო­ველ­წლი­უ­რი რი­ტუ­ა­ლის­თვის შე­ირ­ჩა.

ეს ტრა­დი­ცია ერთ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტ­ხანს ით­ვლის, რო­დე­საც მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის ფერ­მე­რე­ბი თეთრ სახ­ლში ინ­და­უ­რებს სა­დღე­სას­წა­უ­ლო სა­ჩუქ­რე­ბად გზავ­ნიდ­ნენ. 1963 წელს ჯონ კე­ნე­დიმ უარი თქვა ნა­ჩუ­ქა­რი ინ­და­უ­რის დაკ­ვლა­ზე და იგი ფერ­მა­ში და­აბ­რუ­ნა. ცე­რე­მო­ნი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე ჯორჯ ბუშ უფ­როს­მა 1989 წელ მის­ცა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­და­უ­რი სა­დი­ლად არ იქ­ცე­ო­და და მას ოფი­ცი­ა­ლუ­რი საპ­რე­ზი­დენ­ტო შე­წყა­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭა.

ეროვ­ნუ­ლი ინ­და­უ­რის 79-ე ცე­რე­მო­ნია ვა­შინგტონ­ში, თეთ­რი სახ­ლის სამ­ხრეთ მდე­ლო­ზე გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად პირ­ვე­ლი ლედი მე­ლა­ნია ტრამ­პი და აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კე­რი მაიკ ჯონ­სო­ნი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ტრა­დი­ცი­უ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო შე­წყა­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ინ­და­უ­რე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად ტე­ხა­სის A&M უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­დავ­ლენ, სა­დაც დარ­ჩე­ნილ დროს მშვიდ გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რე­ბენ.

წყა­რო