• Ƀ/$

Nasdaq ბიტკოინისკენ გადაიხარა = ფიუჩერსები პოპულარულ კრიპტოვალუტაში მომავალ წელს გაეშვება

30 ნოემბერი 00:14, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

Nasdaq Inc. და ბროკერი კანთორ ფიჯერალდი უოლ–სთრითზე გამალებით ემზადებიან ბიტკოინებით ვაჭრობის დასაწყებად, რომლის ფასმაც დღეს 11 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

სპეციალისტების აზრით, Nasdaq უკვე 2018 წლის პირველ ნახევარში აპირებს ფიუჩერსების ბიტკოინებში გაშვებას.


ბროკერმა ფიჯერალდმა განაცხადა, რომ ისიც მომავალი წლის პირველ ნახევარში აპირებს ბირჟაზე ვადიანი გარიგებების ბიტკოინებში განთავსებას.


ამ განზრახვებს წინ უძღოდა ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟის განცხადება, გარიგებების კრიპტოვალუტით დადებასთან დაკავშირებით.


ბევრი საფინანსო ინსტიტუტი დღემდე ალმაცერად უყურებს ბიტკოინს, ვინაიდან ის ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივ ქმედებებთან ასოცირდება.


სხვა სიახლეები