• Ƀ/$

აფხაზეთში პარაზიტებმა მანდარინის და თხილის მოსავალი გაანადგურეს

20 დეკემბერი 18:37, 2017 წელი | ეკონომიკა

მავნე მწერებმა ოკუპირებული აფხაზეთის სოფლის მეურნეობას კოლოსალური ზიანი მიაყენეს – განადგურებულია თხილის მოსავლის 70% და მანდარინის 50%.

ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დღეს განაცხადა.


ოკუპირებულ რეგიონში სოფლის მეურნეობის ძირითად პრობლემად ფაროსანას ასახელებენ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მომრავლდა.


ფაროსანამ წელს სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოს სხვა რეგიონებსაც, განსაკუთრებით სამეგრელოს, გურიას, აჭარასა და ქვემო იმერეთს.


სხვა სიახლეები