• Ƀ/$

„შენი იდეა მერს“ – „მენაშენეთა ასოციაცია“ კახა კალაძეს მიმართავს

17 იანვარი 13:04, 2018 წელი | ეკონომიკა

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას დედაქალაქისთვის კომპლექსური და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი პრობლემური საკითხის – პარკინგის მოგვარების კომპლექსური რეკომენდაციებით „მენაშენეთა ასოციაცია“ მიმართავს.

„კახა კალაძემ გამოაცხადა პროგრამა „შენი იდეა მერს“. ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ - ასეთი პლატფორმის იდეა რამოდენიმე კვირის წინ გაგვიჩნდა და ამაზე მუშაობა დაწყებული გვქონდა. ფიქრები: „დაგვასწრო?“, „საიდან გავიდა ინფორმაცია?“ – რეალობა კი ის არის, რომ იდეები, ზოგადად, მწიფდება დროში და სივრცეში, და როცა ამის საჭიროება ჩნდება, ის სხვადასხვა თავებში იბადება“, – აცხადებენ „მენაშენეთა ასოციაციაში“.


ორგანიზაციის ლიდერები წარმატებას უსურვებენ თბილისის ახალ ადმინისტრაციას და უერთდებითან წამოწყებას: „შენი იდეა ქალაქის მერს“. შესაბამისად, სანამ ეს პლატფორმა მზადდება, მენაშენეებს მიაჩნიათ, რომ დროის დაკარგვა არ ღირს და პირველ იდეას ამ ფორმატში მერს თავად სთავაზობენ.


ზოგადად პარკინგების პრობლემის შესახებ


„მენაშენეთა ასოციაციის“ აზრით, დედაქალაქში პარკინგების პრობლემა მასშტაბურია და მას ვერ ექნება მოგვარების ერთი მარტივი რეცეპტი.


პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური ქმედებების შემთხვევაში.


მნიშვნელოვანია სისტემურობა - ერთი რომელიმე კომპონენტის განხორციელება შედეგს არ მოიტანს. დედაქალაქის მთავრობას ბევრი არაპოპულარული, მაგრაამ აუცილებელი ნაბიჯის გადადგმაც მოუწევს.


„ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ჩვენ, პროფესიონალებიც და საზოგადოებაც, გვერდში უნდა დავუდგეთ - ეს პრობლემა არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ვინაიდან არაჯანსაღი პარკირების სისტემის ჩამოყალიბებაში მთელ საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს მიგვიძღვის წვლილი. ამიტომ, ყველა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ სათანადო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად ჩავერთოთ საკითხის მოგვარებაში“, – აცხადებენ „მენაშენეთა ასოციაციაში“.


მოკლე ისტორიული ექსკურსი:


1.      თბილისის 95% აშენებულია საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებამდე. შესაბამისად, საბჭოთა თბილისში არ იყო დაგეგმილი ამდენი მანქანის მოძრაობა. იმ პერიოდში არსებული გათვლები, ბევრად უფრო ნაკლებ მანქანას მოიაზრებდა;


2.      ბევრ თბილისელს 90–იან წლებში აქვს აშენებული ავტოფარეხი ეზოებში და დღეს ეს ობიექტები დასაკუთრებულიც აქვთ. 90–იან წლებში კრიმინალის მაღალი დონის გამო, მოსახლეობა იძულებული იყო ასეთი ავტოფარეხების გაშენებით დაეცვა ავტომობილები. დღეს მანქანების გატაცება პრაქტიკულად აღარ ხდება. ამდენად, ასეთი ფარეხების არსებობაც სრულიად მიუღებელია დედაქალაქის ინფრასტრუქტურისთვის;


3.      ზემოხსენებულმა გამოიწვია, რომ ადამიანს აქვს ავტოფარეხი, რომელიც პრაქტიკაში მოუხერხებელია (გააჩერე მანქანა, გადმოდი, გააღე რკინის კარის ბოქლომი, შეიყვანე მანქანა, დაკეტე რკინის კარი), შესაბამისად მანქანას სხვაგან აჩერებს და ამით ერთდორულად ორ ადგილს იკავებს. ასევე მნიშვნელოვანია რომ რკინის ფარეხები აშენებულია ეზოებში, ანუ სარეკრეაცო ზონებში. შესაბამისად, ჩვენ დავიკავეთ ორი მანქანის ადგილი, ამითი შევავიწროვეთ სავალი ნაწილი, და ხელი შევუწყვეთ საცობის წარმოქმანს და ამავდროულად მოვკალით სარეკრეაციო ზონა;


4.      დღეს გარემო შეიცვალა - მაგრამ ამ გამოწვევებს ჩვენ თუ არ ვუპასუხეთ, საზოგადოებამ, და მხოლოდ მთავრობის იმედით ვიქენით, პრობლემები არ მოგვარდება.


 „ჩვენი დაკვირვებიდან ჩანს, რომ თვითნებურად აშენებული ავტოფარეხების დაახლოებით 80% დღეს არ გამოიყენება პარკინგისთვის და მათი უმრავლესობა უვარგისი ნივთების საწყობადაა ქცეული“, – აცხადებენ „მენაშენეთა ასოციაციაში“.


მენაშენეთა ასოციაცია იწყებს პრობლემის მოგვარების კუთხით რეკომენდაციების გამოქვეყნებას. თუმცა, ეს არ არ მიაჩნიათ საკმარისად და ყველა პროფესიონალის ჩართულობის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ასევე მნიშვნელოვანია იმ პრაქტიკოსი მძღოლების ჩართულობა, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ სატრანსპორტო პრობლემებთან და, შესძლოა, ძალიან კონკრეტული მონაკვეთების პრობლემის მოგვარებისთვის კარგი იდეებიც წამოწიონ.


სხვა სიახლეები