კალაძის განცხადებით ბიუჯეტში გამოინახა შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წელს თბილისს მინიმუმ 100 ახალი ეკოლოგიური ავტობუსი დაემატოს, რაც გაზრდის კომფორტულად მგზავრობის შესაძლებლობას და შეამსუბუქებს მძიმე ეკოლიგიურ მდგომარეობას.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყვითელი ავტობუსების რესურსი ამოწურულია და ავტოპარკი განახლებას საჭიროებს. მათი ჩანაცვლების მიზნით კი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში 700 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი.