• $/GEL 2.4641
  • €/GEL 3.0782
  • £/GEL 3.4675
  • TRY/GEL 0.6572
  • AZN/GEL 1.4539
  • AMD/GEL 5.1144
  • ₽/GEL 4.3669
  • Ƀ/$

იანვარში ექსპორტი 25.7%-ით გაიზარდა

13 თებერვალი 11:48 | ეკონომიკა

საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2018 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.1%-ით $815.8 მლნ-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

იმავე პერიოდში ექსპორტი 25.7%-ით $222.2 მლნ-მდე გაიზარდა, იმპორტი კი 18.1%-ით $593.6 მლნ-მდე. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარში 371.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5 პროცენტი შეადგინა.



ექსპორტი უფრო მაღალი მხოლოდ 2014 წლის იანვარში დაფიქსირდა $223.6 მლნ-0.6%-ით მეტი, 2016 წლის იანვარში კი ექსპორტი $122.2 მლნ-მდე დაეცა, მასთან შედარებით ზრდამ 81.5% შეადგინა.


დეტალურ მონაცემებს საქასტატი 19 თებერვალს გამოაქვეყნებს.


 


მსგავს თემაზე


საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაიზარდა


საქართველოს რკინიგზაზე მგზავრთნაკადი გაიზარდა


სხვა სიახლეები