• Ƀ/$

აშშ-ში ნავთობმოპოვების ზრდის მოლოდინში ბირჟებზე შავი ოქრო იაფდება

13 მარტი 10:59 | ეკონომიკა

ნავთობზე მსოფლიო ფასები სამშაბათს დილით ნეგატიურ დინამიკას ინარჩუნებენ, რაც აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზებმა გამოიწვია, აპრილში ნავთობმოპოვების ზრდასთან დაკავშირებით.

Brent-ის მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე 0,17%–ით შემთირდა და $64,84 შეადგინა,


უფრო მეტად – 0,21%–ით გაიაფდა მსუბუქი ნავთობის WTI აპრი ლის ფიუჩერსები ნიუ–იორკის ბირჟაზე და 1 ბარელზე $61,23 დაფიქსირდა.


აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოინფორმაციის სამმართველოს პროგნოზით, ქვეყნის უმსხვილეს ნავთობისა და გაზის მომპოვებელ რეგიონებში აპრილში ნავთობმოპოვება 131 ათასი ბარელით გაიზრდება 6954 ბარელამდე დღე–ღამეში.ბოლო მონაცემებით, აღნიშნულ საბადოებზე დღე–ღამეში 6823 ბარელი ნავთობი მოიპოვება, ყველაზე მოცულობითი ზრდა – 80 ათასით – 3156 ბარელამდე დღეღამეში Permian–ის საბადოზე იგეგმება. ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ორშაბათს, რავთობის ფასი დაახლოებით 1%–ით შემცირდა.


ინვესტორები ოთხშაბათს აშშ–ის წინა კვირის ნავთობმარაგების შესახებ ინფორმაციის მოლოდინში იქნებიან. მონაცემებს ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი და ენერგეტიკის სამინისტრო გამოაქვეყნებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წინა კვირის განმავლობაში აშშ–ში ნავთობმარაგები 1,5 მლნ ბარელით გაიზარდა 427,4 მლნ ბარელამდე.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი