• Ƀ/$

მატარებლის ისტორია, ორთქმავლიდან ჰიპერ-ლუპამდე

25 მარტი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ჯეიმს უატამდე ნახევარი საუკუნით ადრე ორთქლის ძრავი პირველად თომას ნიუკომენმა ააწყო, თუმცა ინდუსტრიაში გადატრიალება უატის ქმნილებამ გამოიწვია, რომელმაც ახალი ძრავი 1768 წელს შექმან, 1790 წელს კი სრულყო. 

მართალია ორთქლის ძრავამ გემების წყალწყვა და სიჩქარე გაზარდა, მაგრამ მისი გავლენა სახმელეთო ტრანსპორტზე გაცილებით დიდი აღმოჩნდა. პიველი ორთქმავალი სტეფანსონის მიერ 1804 წელს აიგო, პირველი სტოქტონ-დარლინგტონის სარკინიგზო ხაზი 1825 წელს გაიხსნა რომელიც ქვანახშირის საბადოსთან იყო დაკავშირებული. კიდევ 5 წლის მერე ლივერპული და მაჩესტერი ერთმანეთს რკინიგზით დაუკავშირდა. მათ შორის მანძილი სულ 55 კილომეტრია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.



მაქსიმალური სიჩქარე 8 კმ/სთ-დან ჯერ 24 კმ/სთ-მდე შემდეგ კი 48 კმ/სთ-მდე გაიზარდა. 1938 წელს „mallard”-მა შეუძლებელი შეძლო 203 კმ/სთ. ბევრ ქვეყანაში ეს სიჩქარე დღემდე მიუღწეველია.



მთელი XIX საუკუნის მეორე ნახევარი და XX საუკუნეში მეორე მსოფლიო ომამდე, რკინიგზა სახმელეთო ტრანსპორტში დომინანტის როლს თამაშობდა. სარკინიგზო ხაზის სიგრძემ 1 მილიონ კილომეტრს გადააჭარბა. 20%-იანი წლი შეერთებულ შტატებს უკავია, რომელსაც რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი მოსდევს.



XX საუკუნის მეორე ნახევარში ავტოინდუსტრია გაცილებით სწრაფად განვითარდა. 1 კილომეტრი სამანქანო გზის გაყვანა რკინიგზაზე იაფი ჯდება. მთიან რეგიონში რკინიგზის გაყვანის ხარჯები კიდევ უფრო იზრდება. ამის ფუფუნება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ძალიან მდიდარ შვეიცარიას ან ისეთ ზესახელმწიფოს როგორიც ჩინეთია. 



ტანგულას სადგური ტიბეტში 5072 მეტრზე მდებარეობს. 372 მეტრით მაღლა ვიდრე უშბა, 24 მეტრით მაღლა ვიდრე მყინვარწვერი და 268 მეტრით მაღლა ვიდრე ალპების უმაღლესი მწვერვალი მონბლანი.



გლობალური მასშტაბით მწვერვალებზე გავლით რკინიგზის პოპულარობა არ იზრდება. სამაგიეროდ სიჩქარის გაზრდით კი ეს შესაძლებელია. მაგლევი სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიაა. არ იქნება გადაჭარბებული თუ მას მფრინავ მატარებლად მოვიხსენიებთ. მაგნიტური ლევიტაციის პრინციპით ის მართლაც არ ეხება რელსებს და ჰაერში რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე მიფრინავს. ხახუნის ძალის გამორიცხვა მის სიჩქარეს ზრდის, მცირდება ვიბრაცია, რყევები, ხმა და მთლიანობაში მგზავრობა გაცილებით კომფორტული ხდება. 2015 წელს იაპონიაში ამ მატარებელმა 603 კმ/სთ განავითარა. მიზეზი რის გამოც მაგლევი მასიურად არ ინერგება მისი მაღალი ფასია. ბორბლებიანი მატარებელი მასზე ვერ გაივლის, ამიტომ ძველის ჩანაცვლების მაგივრად ძირითადად ახალი ხაზების გაყვანა ხდება. ჩინეთი, იაპონია, საფრანგეთი, გერმანია ამ მხრივ უდიდეს ინვესტიციას ახორციელებს. უკვე არსებულ ხაზებზე მაგლევი კონკურენციას თვითმფრინავსაც კი უწევს, რადგან საშუალო მანძილის შემთხვევაში ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე მისვლა, რეგისტრაციის გავლა, შემდეგ აეროპორტიდან ისევ მეორე ქალაქის ცენტრში გასვლა ჯამში უფრო მეტ დროს ითხოვს ვიდრე სწრაფი მატარებელი ნაკლები პროცედურით.



მართალია მაგლევში ხახუნის წინაღობა გამოირიცხა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ჰაერი არსად გამქრალა. ილონ მასკი კი მის გაქრობასაც აპირებს. სპეციალურ გვირაბში ჰაერი ამოიტუმბება ამ გზით კი ბგერის სიჩქარის 1192 კმ/სთ დაძლევაც უნდა მოხდეს. ამ ეტაპისთვის 2 მარშუტი განიხილება ნიუ-იორკი - ვაჭნგტონი, რომელთა შორის პირდაპირი მანძილი 328 კილომეტრია და დუბაი-აბუ დაბი მაძნილი 123 კილომეტრი. ხარჯი ცხადია ამ შემთხვევაში გაცილებით მაღალი იქნება.



ამ პროექტების გარდა, არსებობს კიდევ ერთი პროექტი, უფრო სწორედ იდეა, რომელიც ჯერჯერობით აუხდენელ ოცნებად გამოიყურება. ესაა ტრანს ატლანტიკური გვირაბი. ატლანტიკის ოკეანეში 100 მეტრის სიღრმეზე განთავსებული მოტივტივე გვირაბი, რომელშიც მატარებელი 1 საათში გაივლის. იდეაში ამ გვირაბმა ლონდონი და ნიუ-იორკი ერთმანეთს უნდა დააკავშიროს, რომელთა შორის მანძილი 5576 კილომეტრია. ამ მანძილის 1 საათში დასაფარად მაქსიმალურმა სიჩქარემ 8000 კმ/სთ-ს უნდა მიაღწიოს, ასეთ სიჩქარეს ჯერჯერობით მხოლოდ კოსმოსური ხომალდები აღწევენ. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს წარმოუდგენლად გამოიყურება, მაგრამ 35 წლის წინ პირველი მობილური ტელეფონი 800 გრამს იწონიდა და ეკრანი არ ჰქონდა, პირველი ვინჩესტერის მეხსიერება კი 5 მეგაბაიტს შეადგენდა, ოპერატიული მეხსიერება 80-იანი წლებში კილობაიტებით იზომებოდა, ჯერ კიდევ 2000-იან წლებში მეგაბაიტებით.



 


ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, M2B-ს მიმომხილველი


მსგავს თემაზე:

ბრიტანეთში მატარებლები მზის ენერგიაზე გადავლენ


უპილოტო ელექტრომობილები ხმელეთზე, ცაში და მიწისქვეშ, რას გვიპრდება მომავლის ავტოინდუსტრია



სხვა სიახლეები