• Ƀ/$

მომხმარებლები ინტერნეტის სიჩქარეს გააკონტროლებენ

11 მაისი 12:15, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მიზნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დადგენილება მიიღო. ინტერნეტპროვაიდერებს ახალი ხელშეკრულებების დასადებად  4 თვიანი ვადა განესაზღვრათ. 

ახალი დადგენილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა. მანამდე კი ყველა ინტერნეტ პროვაიდერს ოთხ თვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებები დადგენილებასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. სწორედ ამის შემდეგ, დაიწყებს კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლს და 24 საათიან რეჟიმში შეამოწმებს რამდენად იცავენ კომპანიები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და რამდენად ხარისხიან ინტერნეტს აწვდიან აბონენტებს.


ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმის შექმნაზე კომისია უკვე 10 თვეა მუშაობს. კომისიის მიზანს მომხმარებლებსითვის ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესება  და იმ თანხის ადეკვატური მომსახურეობის მიღება წარმოადგენს, რასაც პაკეტებში იხდიან. ხარისხის კონტროლის დაწყების შემდეგ, აბონენტებს ექნებათ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რეგულარულად გაზომავენ  ინტერნეტის სიჩქარეს და ნახავენ რამდენად აკმაყოფილებს მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე რეალურ სიჩქარეს. ამის საშუალებას ის აპლიკაცია იძლევა, რომელიც კომისიის ვებ-გვერდზე ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.


სისტემის ამუშავების შემდეგ, კომისია მომხმარებლის მომართვის გარეშე თავად დააკვირდება პროცესს და სადაც დარღვევას აღმოაჩენს, ოპერატორის მიმართ კანონით განსაზღვრულ სანქციებს გამოიყენებს. მათ შორის, გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები.


 


მსგავს თემაზე:


ნივთების ინტერნეტი, ქსელში ჩართული 50 მილიარდი მოწყობილობა


ციფრული ეკონომიკა – რეალობა და მომავალი


სხვა სიახლეები