• Ƀ/$

დრონები ეკოლოგიურ გარემოს გააუმჯობესებენ

3 ივნისი 13:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

დრონების ძირითადი ფუნქცია დღემდე სიმაღლიდან ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებაა. გამოიყენება ასევე მცირე ზომის ტვირთის გადასატანად და გასართობად, თუმცა შესაძლოა მას ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების ფუნქციაც დაეკისროს. 

ტრადიციული ტრანსპორტისგან განსხვავებით დრონების ენერგიის წყარო ელექტროენერგიაა. ნავთობი კი გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. შეერთებულ შტატებში მილიონზე მეტი დრონია რეგისტრირებული და რომ არა რეგულაციები ეს რიცხვი უფრო დიდი იქნებოდა. მცირე ზომის გზავნილისთვისაც კი ზოგჯერ ტრანსპორტს განაწილების ცენტრიდან კონკრეტულ მისამართამდე ათეულობით კილომეტრის გავლა უხდება. ელექტროსკუტერი ეკოლოგიურია, დიდ ქალაქში გადატვირთული მოძრაობის დროს ავტომობილზე სწრაფიც, თუმცა დრონს კონკურენციას ძნელად გაუწევს.


დრონის გარდა იმისა რომ პროდუქციის მიწოდების დაჩქარება შეუძლია, ასევე ამცირებს მის ფასს, რადგან დისტრიბუტორის საჭიროება აღარ არსებობს. ბოლო წლებია პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანია AMAZON აქტიურად ცდილობს დრონების დანეგვას. მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მოწყობილობას ნამდვილად შეუძლია ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.



დრონის მეშვეობით ასევე შესაძლებელია ზღვაში მაშველი რგოლის მიწოდება, სტიქიის ან გართულებული კლიმატური მდგომარეობის დროს მოსახლეობის მედიკამენტებით მომარაგება.



ცხადია დრონს უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. მისმა ჩამოვარდნამ თუნდაც მცირე ზომის ტვირტით შესაძლოა ადამიანის სიკვდილიც გამოიწვიოს. დრონის შესაძლებლობით ტერორისტებიც მოიხიბლნენ. მისი ფართოდ გავრცელების შემთხვევაში დაბალ სიმაღლეზე მფრენმა მოზუზუნე მოწყობილობებმა შესაძლოა დისკომფორტი გამოიწვიოს. ტენდენცია ჯერჯერობით მზარდია, მაგრამ არა ისეთი როგორსაც მოელოდნენ.


 


მსგავს თემაზე:


DARPA-ს დრონების არმიას საბრძოლო თვითმფრინავიდან გააკონტროლებენ


ნორვეგია 2020 წლიდან სრულად ავტონომიურ გემებს გამოუშვებს


სხვა სიახლეები