სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობა
როგორ უნდა გახდეს სოფლის მეურნეობის პროდუქცია კონკურენტული და რა გამოწვევების წინაშეა დარგი - ასოციაცია

სოფლის მეურნეობა ვერ იქცა იმ მომგებიან დარგად, რომელიც არამხოლოდ სუბსიდირებას წაიღებს მუდმივად ბიუჯეტიდან, არამედ პირიქით ბიუჯეტში თანხებს შეიტანს, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი. ასოციაცია, რომელიც 2022 წელს დაფუძნდა ამ დროისათვის 20-მდე კომპანიას აერთიანებს.„რაც შეეხება ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის მოცულობების ზრდას სეზონის მიხედვით ხდება. ზოგადად ეს დამოკიდებულებიცაა იმაზე თუ როგორი კლიმატური პირობები იქნება წლის განმავლობაში. 2023 წელი იყო ნაკლებად მოსავლიანია და წელს უფრო მეტ მოსავალს ველოდებით და შესაბამისად ექსპორტიც უნდა გაიზარდოს. გარკვეული პროგრამები, რომელიც არსებობს სახელმწიფოს მხრიდან ჩაშვებული, იგივე „დანერგე მომავალი“ ან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები თავისთავად მოკლევადიან პერიოდზე არ არის გათვლილი და რამდენიმე წელიწადში ზრდის ტენდენცია უნდა იყოს სახეზე.საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის ზრდისთვის სამუშაო მართლაც, რომ ბევრია. თანამედროვე პირობებში გლობალურ ბაზარზე მკაცრი კონკურენციაა. პროდუქციას მხოლოდ საქართველო არ აწარმოებს, მოგეხსენებათ ჩვენი მეზობელი ქვეყნები სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი სოფლის მეურნეობის მიმართულებით დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ და გარკვეული მიმართულებით ჩვენ კონკურენციას გვიწევენ და შეიძლება ითქვას გვჯობნიან. თუმცა ხილისა და ბოსტნეულის ხარისხი და გემოვნური თვისებებით ჩვენ უკეთესი გვაქვს, მაგრამ მათ ფასი აქვთ დაბალი. ირანს და აზერბაიჯანს ენერგორესურსები აქვს აქვთ დაბალი ტარიფებით და შესაბამისად პროდუქციაც უჯდებათ იაფი. იქ მუშახელიც იაფია. ჩვენთან კი მუშახელის გადინება მოხდა და შესაბამისად ძალიან ბევრი მიწები არის დაუმუშავებელი. ფრაგმენტაცია არის ძალიან მაღალ დონეზე. ისედაც მცირე მიწიანი ქვეყანა ვართ და ეს მიწებიც მცირე ნაწილებადაა განაწილებული. აღნიშნული რეფორმა თავის დროზე ძალიან არასწორად იყო ჩატარებული და ახლა ეს შედეგები რამენაირად უნდა გამოსწორდეს. უნდა მოხდეს მეურნეობების გამსხვილება, სახელმწიფომ ამაში საკანონმდებლო თვალსაზრისით უნდა მიიღოს მონაწილეობა. ასევე საგადასახადო კუთხით გარკვეული შეღავათები უნდა გაეწიოს სოფლის მეურნეობას, რომ მივიღოთ ხელშესახები შედეგები“, - აცხადებს საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი.ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, ქვეყანაში ნახევარზე მეტი სასოფლო სამეურნეო სავარგულები ისევ დაუმუშავებელია.„სოფლის მეურნეობა ვერ იქცა იმ მომგებიან დარგად, რომელიც არამხოლოდ სუბსიდირებას წაიღებს მუდმივად ბიუჯეტიდან, პირიქით ბიუჯეტში თანხებს შეიტანს. ამას სჭირდება გონივრული სახელმწიფო პოლიტიკა და სპეციალისტების ჩართულობა“, - ამბობს ბეჟიტაშვილი.ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეისათვის როგორც ფინანსური ისე ზრდის თვალსაზრისით, ნომერ პირველი სოფლის მეურნეობის პროდუქტი მოცვი ვაშლატამა/ატამი და ციტრუსია.

1716188574

1714489163

„წელს ჭირით ძალიან ბევრი ბატკანი დაიხოცა“ - ბექა გონაშვილი

„წელს ჭირით ძალიან ბევრი ბატკანი დაიხოცა და უკვე ძალიან დიდი ზარალია“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბექა გონაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჭირი ძირითადად ახალგაზრდა ცხოველს ემართება, თუმცა საქართველოში საპრევენციოდ აცრები არსებობს, მაგრამ მეცხვარეები ამ გზას როგორც წესი, არ მიმართავენ ან თუ მიმართავენ, უკვე დაგვიანებულია.„ჭირის აცრები არსებობს, უბრალოდ ჩვენთან, როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, ფერმერების უმეტესობა ძალიან იგვიანებს და როდესაც ცხოველი კვდომას იწყებს, მაშინ იწყებენ ვაქცინაციას და ლოგიკურია, რომ ვეღარ შველიან“, - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.ბექა გონაშვილის თქმით, ამას ემატება ისიც, რომ აზერბაიჯანმა აკრძალა ცხვრის იმპორტი, საიდანაც პირუტყვი ერაყშიც გადიოდა.„რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. „ჩვენი პროდუქცია, ცხვარი, არ არის შიდა ბაზრისთვის, ის ძირითადად საექსპორტოდ გამოიყენება, ამიტომ როგორც კი რომელიმე ბაზრის დაკეტვა ხდება, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენზე. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ფასმა მოიმატა, რა შეიძლება აღდგომის მოსვლასთანაც იყოს კავშირში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ზარალი არის დიდი“ - აცხადებს იგი.

1713947946

„ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა“ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.„მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა „ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის „ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.მარი ჩიტაია

1713864710

ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს - თენგიზ ნასარიძე

საქართველოში ხორბლის სექტორის განვითარების, მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერის და სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშესთან, რიშან ჩაუდრისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ ამერიკის მხარეს ხორბლის სექტორის გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.შეხვედრაზე მხარეებმა ხორბლის და ფქვილის იმპორტზეც გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. USDA-ის სოფლის მეურნეობის ატაშეს განცხადებით, აშშ ყველა მიმართულებით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.„ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საქართველოს განვითარებისკენ არის მიმართული. ამერიკა მუდმივად იყო და იქნება საქართველოს პარტნიორი და მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ორივე ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველო უფრო ძლიერი და განვითარებული იყოს“, -აღნიშნა რიშან ჩაუდრიმ.სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას USDA-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.


სხვა სიახლეები
მოცვი
თურქეთმა მოცვის პლანტაციების ფართობი 50%-ით გაზარდა

თურქეთმა მოცვის პლანტაციების ფართობი 50%-ით გაზარდა. ამის შესახებ EastFruit წერს.მოცვის თურქი მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ პროდუქტის მიმდინარე სეზონი წარმატებული იქნება, თუმცა მოსავლიანობა შესაძლოა, მოსალოდნელზე ნაკლები იყოს.ერთ-ერთი მსხვილი თურქი მწარმოებლის, ჰალილ ოიმაკის თქმით, მოცვის პლანტაციების ფართობი, შარშანდელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. გასულ წლებში ეს მაჩვენებელი 100%-ს შეადგენდა, თუმცა ინფლაციისა და გართულებული კრედიტების გამო, ამ სექტორის განვითარება შეფერხდა. გასულ წელთან შედარებით გაორმაგებულია ექსპორტის მოცულობა. მოცვი თურქეთისთვის ახალი პროდუქტია, თუმცა სპეციალისტების აზრით, მას ამ ქვეყანაში კარგი მომავალი აქვს. თურქეთი, როგორც ხილისა და ბოსტნეულის გლობალური მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა, მუდმივად ეძებს ცნობილი პროდუქტების ალტერნატივებს. მოცვიც ერთ-ერთი ვარიანტია.მწარმოებლები და ინვესტორები დადებითად აფასებენ მის პოტენციალს - თურქული მოცვი კარგად იყიდება და მის მიმართ, როგორც მომხმარებლების, ასევე მწარმოებლების და ექსპორტიორების მხრიდან ინტერესი იზრდება.ჰალილ ოიმაკი აცხადებს, რომ მომავალში, ინდუსტრია სწრაფ ზრდას დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა და სუბსიდირების პროგრამების წყალობით გააგრძელებს.

ეკონომიკა 1716217143

ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა
ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.დემოკრატიული პროცესები და საარჩევნო ადმინისტრაციების როლი ამ მიმართულებით, ქვეყნების გამოცდილების განხილვა, გამოწვევები, რეფერენდუმის დაგეგმვა, ჩატარება და მისი მნიშვნელობა - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფორუმის ფარგლებში გამართული პანელის - სახელწოდებით „ძლიერი ინსტიტუციები: პირდაპირი დემოკრატიის წინსვლა, ხელშეწყობა და საარჩევნო ადმინისტრაციების ხედვა“ ნაწილში მხარეებმა განიხილეს. მოლდოვას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, რუმინეთისა და მექსიკის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ პანელურ დისკუსიაში გიორგი კალანდარიშვილმა სხვადასხვა მიმართულებით ვრცლად ისაუბრა. მათ შორის, პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციების როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ხაზი გაუსვა დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა უფლებამოსილებისა და ამომრჩევლების უშუალო მონაწილეობის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ პროექტებსა და საქმიანობებს და ისაუბრა ამ პროცესის მნიშვნელობაზე არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის ნაწილში. კალანდარიშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. მან ფართო აუდიტორიას დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ცესკოს მიერ გამოყენებული საშუალებების, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების შესახებ, ასევე ინფორმირებული ამომრჩევლის მნიშვნელობაზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც როგორც მან აღნიშნა დეზინფორმაციით არასწორი აღქმების ჩამოყალიბების პრევენციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს.პანელური სესიის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარემ ტექნოლოგიურ ინტერვენციასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა. დისკუსიის ბოლოს კალანდარიშვილმა საარჩევნო კულტურის განვითარებაზე, ამ მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზეც ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კულტურის განვითარება და ინფორმირებული ამომრჩეველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.ამასთანავე, ფორუმის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რუმინეთის მუდმივმოქმედ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - ტონი გრებლას შეხვდა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში ამავდროულად გაიმართა მეორე შეხვედრაც, რომელსაც საქართველოს გარდა ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებიც. აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს 6-9 ივნისს დაგეგმილ ევროპარლამენტის და რუმინეთის ადგილობრივი არჩევნების მზადების პროცესზე, რომელსაც საქართველოს ცესკოს წარმომადგენლები შესაბამისი მოწვევის საფუძველზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით დააკვირდებიან.15-18 მაისის გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური სესია საარჩევნო საკითხებზე, რუმინეთის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო ადმინისტრაციების მსოფლიო ასოციაციის (A-WEB) მიერ იყო ორგანიზებული.

საზოგადოება 1716214536

მზიანი ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი 21-23 მაისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მაისიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე. მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 21 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22-23 მაისს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 21 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22-23 მაისს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 21 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22-23 მაისს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

საზოგადოება 1716212804

ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7536 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7536 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9940 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9910 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0856 ლარს შეადგენს.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 21 მაისს შევა ძალაში.

ეკონომიკა 1716210599

თიბისი
დღეიდან თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას მომენტალურად შეძლებთ

თიბისის მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს ყოველდღიურობა, სწორედ ამ მოტივაციით შეიქმნა ფუნქციონალი მობაილბანკში, რომელიც სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას შესაძლებელს ხდის, თანხა კი ბარათზე მომენტალურად აისახება.მომენტალური გადარიცხვის ტექნოლოგია ქმნის მობაილბანკიდან გადარიცხვის/გადმორიცხვის შესაძლებლობას დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ბანკის ბარათით და მომენტალური ასახვით.გადარიცხვა შესაძლებელია:1. თიბისის ბარათიდან ნებისმიერი სხვა საქართველოში მოქმედი ბანკის ბარათზე2. სხვა ბანკის ბარათიდან თიბისის ბარათზე.3. სხვა ბანკის ბარათიდან ისევ სხვა ბანკის ბარათზე.4. ციფრული საფულიდან, apple pay/google pay-ს მეშვეობით თანხის დამატება თიბისის ბარათზე.თანხის გადარიცხვა ან გადმორიცხვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერი ბანკის Visa და MasterCard ბარათებიდან იქნება შესაძლებელი 24/7-ზე.გადარიცხვა აუცილებლად უნდა შესრულდეს “საკუთარ ანგარიშზე” ღილაკის გამოყენებით, რომ თანხა მომენტალურად აისახოს. გადარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ლარის ვალუტაში და თითო გადარიცხვის საკომისიო ერთი ლარია.ამ ფუნქციონალით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აუცილებელი პირობაა, რომ მომხმარებელი სარგებლობდეს თიბისის მობაილბანკით.

ბიზნესი 1716208169

რუსეთი
რუსეთთან ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - ადგილობრივი ექსპორტი 6.1%-ით გაიზარდა

იანვარ-აპრილში საქართველოს $6.5 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს 12.7%-იანი წილით, სავაჭრო პარტნიორებს შორის, ასევე მეზობელი თურქეთის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა მცირედით -1.4%-ით, თუმცა მაინც შემცირდა და 836 მილიონ 818 ათასი დოლარი შეადგინა.საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე 27.5%-იანი წილი უკავია და წელს რუსეთში საქონლის რეალიზებით ქვეყანამ ჯამში 230 მილიონ 420 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 1.9%-ით მეტია. შესაბამისად ექსპორტი სავაჭრო ურთიერთობებში ისტორიულ მაქსიმუმზეა.უნდა აღინიშნოს, რომ საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში რუსეთმა 13.1%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა. მას 16.5%-ით ყირგიზეთმა გადაასწრო, რაც ძირითადად ამ მიმართულებით ავტომობილების რეექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლით არის განპირობებული.საინტერესოა ისიც, რომ რუსეთში ძირითადი გაყიდვების - 82.2% ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაში ექსპორტის ზრდის დადებითი დინამიკაც, შეგვიძლია ვთქვა, რომ ადგილობრივი საქონლის რეალიზების 6.1%-იანი ზრდით არის განპირობებული (189.4 მლნ დოლარი).რაც შეეხება რეექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, რუსეთში საქართველოს გავლით საქონლის რეალიზების მაჩვენებელი 14%-ით 41 მლნ დოლარამდეა შემცირებული.პირველი ოთხი თვის მონაცემებით, რუსეთში ჯამური ექსპორტის კუთხით მთავარი სარეალიზაციო საქონელი ღვინო იყო, რომლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი წლიურად თითქმის გაორმაგდა. ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია: ყურძნის ნატურალური ღვინოები - $99.5 მლნ, 37 045 ტონა; სპირტიანი სასმელები - $40.8 მლნ, 10 812 ტონა; მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $25.8 მლნ, 47 752 ტონა; მინერალურისა და დაგაზიანებული წყლები შაქრის დანამატებით - $19.6 მლნ, 23 180 ტონა; ახალი ან გამხმარი ციტრუსების ნაყოფი - $7.2 მლნ, 11 075 ტონა; ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - $5.8მლნ, 877 ტონა; ფეროშენადნობები - $3.7 მლნ, 1 932 ტონა; ელექტრული წყალგამახურებლები - $3 მლნ, 347 ტონა; ნარევები გამოსაყენებელი სასმელების წარმოებაში - $2.6 მლნ, 183 ტონა; კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, სანელებლები - $2.1 მლნ, 493 ტონა. საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი წილი იმპორტს უკავია. უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების რეიტინგშიც რუსეთი მეორე ადგილს 12.6%-ით იკავებს. იანვარ-აპრილში საქართველომ რუსეთიდან 2.7%-ით ნაკლების ღირებულების საქონელი შეიძინა და იმპორტის ღირებულებამ ჯამში 606.4 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმას - რა საქონელი შევიძინეთ რუსეთიდან ამ პერიოდში, უმსხვილესი საქონელი ნავთობპროდუქტებია, თუმცა რუსეთიდან საწვავის ექსპორტის აკრძალვის პირობებში, ამ საქონლის იმპორტი შემცირებულია. რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასე გამოიყურება: ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $183.7 მლნ, 239 590 ტონა; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $94.3 მლნ, 354 782 ტონა; ხორბალი და მესლინი - $19 მლნ, 78 570 ტონა; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $18.3 მლნ, 30 127 ტონა; ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $16.4 მლნ, 43 023 ტონა; მზესუმზირას ზეთი - $11.1 მლნ, 11 898 ტონა; კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის - $9.5 მლნ, 18 098 ტონა; შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $9.1 მლნ, 3 052 ტონა; ღორები ცოცხალი - 9 მლნ, 6 137 ტონა; პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი და პურ-ფუნთუშეული - $8.2 მლნ, 4 365 ტონა. შეგახსენებთ, რომ იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.7%-ით 6 მილიარდ 563 მილიონ დოლარამდე შემცირდა. აქედან ექსპორტი 10.1%-ით 1 მილიარდ 763 მილიონ დოლარამდე შემცირდა, იმპორტი კი მცირედ - 0.3%-ით 4 მილიარდ 800 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-აპრილში, 3 მილიარდ 037 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3%-ია. 

ეკონომიკა 1716200545