• Ƀ/$

აშშ-ში კომერციული მარაგების შემცირების მიუხედავად, ნავთობი იაფდება

11 ივლისი 11:03 | ეკონომიკა

ეტალონური მარკების ნავთობის ფასები მსოფლიო ბირჟებზე ოთხშაბათს დილიდან მინუსში წავიდა, მიუხედავად პროგნოზისა, რომელიც აშშ-ში „შავი ოქროს“ კომერციული მარაგების შემცირებას გულისხმობს.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე დღეს დილით 0,71%–ით შემცირდა და ბარელზე $78,3 შეადგინა.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფიუჩერსების ღირებულებამ 0,59% დაიკლო და ბარელზე $73,67 დაფიქსირდა.


ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის მონაცემებით, გასულ კვირაში აშშ–ში ნავთობის მარაგები, ნაცვლად პროგნოზირებული 4,5 მლნ ბარელისა, 6,8 მლნ ბარელით – 410,1 მლნ ბარელამდე შემცირდა.


ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს სტატისტიკა დღეს საღამოს გამოქვეყნდება.


კოტირებებზე გავლენა აშშ–ის ახალმა გადაწყვეტილებამ მოახდინა, რომლის თანახმად ვაშინგტონი ჩინური წარმოების პროდუქციის იმპორტის დამატებითი მოცულობების – მთლიანობაში $200 მლრდ–ის ღირებულების საქონლის იმპორტის დაბეგვრას ითვალისწინებს.


სხვა სიახლეები