• Ƀ/$

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

27 ივლისი 17:07, 2018 წელი | ფინანსები

27 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4490 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4526 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.36 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8479 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8725 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.46 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5024 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2072 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 ივლისიდან შევა ძალაში.


მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის 27 ივლისს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4496 შეადგინა.


სხვა სიახლეები