• Ƀ/$

გერმანია სატრანსპორტო რევოლუციას ამზადებს

29 სექტემბერი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

წყალბადისძრავიანი მატარებლის შემდეგ გერმანიაში უპილოტო ტრამვაი გამოჩნდა. ავტომობილის სამშობლოში სატრანსპორტო სფეროს ხელახალი გარდაქმნისთვის ემზადებიან. 

1886 წლის 29 იანვარს, კარლ ბენცმა შიდაწვისძრავიან ავტომობილზე პატენტი აიღო. დაიწყო ავტომობილების ერა. მათმა რაოდენობამ უკვე 1 მილიარდს გადააჭარბა.


XIX საუკუნისგან განსხვავებით XXI საუკუნეში გერმანიამ ინოვატორის ფუნქცია დაკარგა. ელექტრომობილმა, რომელიც მართალია ავტომობილთან ერთად დაიბადა, მაგრამ ხანგძილვი პაუზის შემდეგ დაახლოებით 10 წლის წინ თავიდან გაცოცხლდა, მოსალოდნელი პოპულარობა ვერ მოიპოვა. გეგმა რომ 2020 წელს გერმანული ქალაქის ქუჩებს 1 მილიონ ელექტომობილს ემოძრავა დიდი ალბათობით ჩავარდება, რადგან 2018 წლის პირველი იანვისთვის მათი რაოდენობა 130 000-ს არ აღემატებოდა. კლასიკურ ავტომწარმოებლებს გადაიარაღება გაუჭირდათ, ადგილობრივმა მოსახლეობამ კი იმპორტი ნაკლებად მოისურვა. თუმცა პრობლემები დროებითი აღმოჩნდა. Mercedes-მა და BMW-მ უკვე დააანონსეს კოკნრეტული მოდელების გამოსვლის თარიღები, რომლებიც შიდაწვისძრავიან კონკურენტებს გარბენით, სიჩქარითა და დიზაინით საერთოდ არ ჩამორჩებიან.


2015 წელს Toyota-მ წყალბადისძრავიანი Toyota mirai წარადგინა. მაღალი ფასის $57 000 და წყაბადგასამართი სადგურების სიმცირის გამო მოდელმა პოპულარობა ვერ მოიპოვა, არადა ელექტომობილისგან განსვავებით 5 წუთში იმუხტებოდა და 650 კილომეტრს გადიოდა.



3 წლის შემდეგ გერმანიაში წყალბადის ძრავზე პირველი მატარებელი გამოჩნდა, ის ერთმანეთთან 100 კილომეტრით დაშორებულ ორ პატარა ქალაქს ქუქსვენსა და ბუქსტუნს აკავშირებს. იქამდე ხაზზე დიზელის ძრავიანი მატარებელი მოძრაობდა. ამ ორ ქალაქში ჯამში 100 ათასზე ნაკლები ადმიანი ცხოვრობს, რის გამოც ორვაგონიანი შემადგენლობა საკმარისი გახდა.



რაც შეეხება უპილოტო ტრამვაის ის ქალაქ პოტსდამში გამოჩნდა. ექვ კილომეტრიან მარშუტზე უპილოტო ტრავაი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს და კაბინაში კვლავ ზის მემანქანე, მაგრამ დღემდე მისი ჩარევა საჭირო არ გამხდარა. კამერები და რადარები ცნობენ რელსებს, ასევე ადამიანებს, სხვა ავტომობილებსა და მოძრავ ობიექტებს. 



როგორც ნავთობზე ასევე მძღოლზე უარის თქმა ეკოლოგიაზე, ეკონომიკაზე და ადამიანის ცხოვრების წესზე მალე სერიოზულ გავლენას მოახდენს. კომპანია Tesla ელექტომობილების გარდა უპილოტოების პროექტზეც მუშაობს და მასზე დიდი იმედებს ამყარებს. უპილოტოებში მილიარდობით დოლარის ინვესტირებას არც google იშურებს.


მსგავს თემაზე:

უპილოტო ელექტრომობილები ხმელეთზე, ცაში და მიწისქვეშ, რას გვიპრდება მომავლის ავტოინდუსტრია


მატარებლის ისტორია, ორთქმავლიდან ჰიპერ-ლუპამდე


სიდნეიდან ლონდონამდე 5 საათში ჩასვლა ჰიპერბგერითი ბოინგით გახდება შესაძლებელი


წყალბადისძრავიანი გემი უკვე რეალობაა


Toyota $0.5 მლრდ-ს ინვესტირებას Uber-ის უპილოტოებში მოახდენს



სხვა სიახლეები